ლაონიკე ქალკოკონდილე
ლაონიკე ქალკოკონდილე (ბერძ. Λαόνικος Χαλκοκονδύλης; დ. დაახ. 1423 ან 1430, ათენი — გ. დაახ. 1490, კრეტა) — ბიზანტიელი ისტორიკოსი წარჩინებული ოჯახიდან. მსახურობდა კონსტანტინე პალეოლოგოსის კარზე. 40-იან წლებში ცხოვრობდა მისტრაში, სწავლობდა გიორგი პლითონ გემისტოსთან. თავის „ისტორიაში“ (10 წიგნი) აღწერა 1298—1463 წლების მოვლენები, განსაკუთრებით დაწვრილებით — ბიზანტიის დაცემა და ოსმალეთის იმპერიის აღზევება. მისი ნაშრომი ასევე შეიცავს ძვირფას ცნობებს სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებზე, მათ შორის საქართველოს შესახებ, კერძოდ ტრაპიზონის იმპერიისა და ჭანური მოსახლეობის საგვარეულოებზე. აღწერილია თემურლენგის ლაშქრობები იბერიაში.
ლაონიკე ქალკოკონდილე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1423 |
დაბ. ადგილი | ათენი |
გარდ. თარიღი | სავარ. 1490[1] |
მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
საქმიანობა | ისტორიკოსი და მწერალი |
მამა | Giorgios Chalkokondyles |
ნათესავ(ებ)ი | Dimitrios Chalkokondyles |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 124.
- Веселаго Е. Б. К вопросу об общественно-политических взглядах и мировоззрении византийского историка XV в. Лаоника Халкокондила, «Вестник МГУ. Исторические науки», 1960
- Диттен Г. Известия Лаоника Халкокондила о России, в сборнике, М., 1962, т. 21
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118675478 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.