მისტრა
მისტრა (ბერძ. Μυστράς, Μυζηθράς) — გამაგრებული ქალაქი და ყოფილი მუნიციპალიტეტი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილ ლაკონიაში. 2011 წლიდან, ადგილობრივი მმართველობის რეფორმის შედეგად ის სპარტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შეიყვანა. მდებარეობს ტაიგეტის მთაზე, უძველეს ქალაქ სპარტის სიახლოვეს. XIV-XV საუკუნეებში, ქალაქი ბიზანტიური მორეის დესპოტატის დედაქალაქის ფუნქციებს ასრულებდა, სწორედ ამ პერიოდში იდგა მისი განვითარების პიკი და კულტურული აყვავების ხანა. ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში, მისტრა დასახლებულ ტერიტორიად რჩებოდა, როდესაც ის დასავლელ მოგზაურებს შეცდომით სპარტაში ერეოდათ. 1830-იან წლებში, ქალაქი მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა და მისგან 8 კმ-ის დაშორებით, ახალი ქალაქი - სპარტი დაარსდა.
ქალაქი | |
---|---|
მისტრა Μυστράς | |
მისტრას სასახლე | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
კოორდინატები | 37°04′00″ ჩ. გ. 22°23′00″ ა. გ. / 37.06667° ჩ. გ. 22.38333° ა. გ. |
ფართობი | 54 ჰექტარი |
ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
მოსახლეობა | 4 608 კაცი (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 231 00 |
საავტომობილო კოდი | AK |
ოფიციალური საიტი | mystrasinn.gr |
1989 წელს, მისტრას ნანგრევები, რომელთა შორისაცაა ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და მონასტრები, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 511 ინგლ. • რუს. • ფრ. |