მორეის დესპოტატი
მორეის დესპოტატი — საბერძნეთში (პელოპონესი) ბიზანტიის სამფლობელოების პირობითი სახელი (XIII საუკუნიდან ეწოდება მორეი). XIII საუკუნეში მორეის დესპოტატი ბიზანტიის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო, XIV საუკუნის შუა ხანიდან მას დესპოტის ტიტულით მართავდნენ ბიზანტიის იმპერატორის უახლოესი ნათესავები, პალეოლოგოსების დინასტიის წარმომადგენლები და მორეის დესპოტატი ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო. 1460 წელს დესპოტატი ოსმალთა იმპერიამ დაიპყრო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 123.