ჟორჟ გარვარენცი (დ. 1 აპრილი, 1932 — გ. 19 მარტი, 1993) — საფრანგეთში მოღვაწე სომეხი კომპოზიტორი.

ჟორჟ გარვარენცი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1932
ათენი, საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1993
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება სომეხი
პროფესია კომპოზიტორი

ბიოგრაფია და შემოქმედება

რედაქტირება

დაიბადა 1932 წლის 1 აპრილს საბერძნეთში, ქალაქ ათენში, სომეხი იმიგრანტების ოჯახში. მამამისი, გევორქ გარვარენცი, პროფესორი და პოეტი, სომხეთის სამხედრო ჰიმნის ავტორი იყო[1].

1942 წელს კომპოზიტორის ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჟორჟ გარვარენცმა პარიზის კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა.

1956 წელს, გარვარენცმა გაიცნო მომღერალი შარლ აზნავური, რომელთან ერთადაც 100-ზე მეტი სიმღერა დაწერა, მათ შორისაა Rends garde à toi (1956), Et pourtant (1962), Il faut saisir sa chance (1962), Retiens la nuit (1962), Hier Encore (1964), Paris au mois d'août (1966), Une vie d'amour (1980).

1965 წელს, ჟორჟი შარლ აზნავურის დაზე − აიდა აზნავურზე − დაქორწინდა.

ჟორჟ გარვარენცი ავტორია 150-ზე მეტი კინო-მუსიკის, მუსიკალური კომედიის Deux anges sont venus (1966) და ოპერეტის Douchka.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება