მალახოვის ყორღანი (ფილმი)
მალახოვის ყურღანი — რეჟისორ ალექსანდრე ზარხისა და იოსებ ხეიფიცის 1944 წლის დრამა.
როლებს ასრულებენ ნიკოლოზ კრიუჩკოვი (მესამე რანგის კაპიანი - ლიხაჩოვი), ბორის ანდრეევი (მაიორი ჟუკოვსკი - პოლკის მეთაური), აკაკი ხორავა (ვიცე-ადმირალი), მარია პასტუხოვა (მარია პერვენცევა), ნიკოლაი დოროხინი (სიზოვი), ფიოდორ იშჩენკო (მეზღვაური), ნიკოლოზ გორლოვი (მეზღვაური), ევგენი პეროვი (მეზღვაური), იგორ ტკაჩუ (მეზღვაური), ზურაბ ლეჟავა (მეზღვაური), ანატოლი სმირანინი (მთხრობელი). ფილმის დამდგმელი ოპერატორია არკადი კოლცატი, დამდგმელი მხატვარი ვლადიმერ კაპლუნოვსკი, კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე, ხმის რეჟისორი არნოლდ შარგოლოდსკი, მემონტაჟე ევგენია ბეჟანოვა, ფილმის გადაღებაზე მუშაობდა თბილისის კონოსტუდია.
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1944 წლის 9 დეკემბერს წელს.
სიუჟეტი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომი. ფაშისტების მიერ ყირიმის ნაპირთან ჩაძირული ნაღმოსნის „გროზნის“ გადარჩენილ მეზღავურებს სევასტოპოლის მისადგომების დაცვას დაავალებენ, ხუთი მეზღვაური მალახოვის ყურღანს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავს. მთავარსარდლის ბრძაებით, ორასორმოცდაათდღიანი ბრძოლის შემდეგ საბჭოთა ჯარი სევასტოპოლს ტოვებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული ფილმების ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-05-14 საიტზე Wayback Machine.