ანატოლი სმირანინი

ანატოლი სმირანინი (რუს. Анатолий Дмитриевич Смиранин; დ. 23 დეკემბერი, 1892, ოდესა, რუსეთის იმპერია — გ. 15 თებერვალი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — რუსი და საბჭოთა მსახიობი, რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1946).[1]

ანატოლი სმირანინი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1892
ოდესა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 თებერვალი, 1971 (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ოდესაში 1971 წლის 15 თებერვალს. დაამთავრა ოდესის მე-5 გიმნაზია. მამის სურვილის მიუხედავად, მიატოვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1910 წელს თეატრალურ სცენაზე შედგა ფეხი. მოღვაწეობდა ტაგანროგის, უფის, პენზის, დონის როსტოვის, ურალისა და სხვა თეატრებში. გადაიტანა 3 რევოლუცია და 2 მსოფლიო ომი. პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა.

1917-1919 წლებში მოღვაწეობდა ოდესაში, ამხანაგობა „რუსულ დრამაში“, 1920-1922 წლებში — საზღვაო ძალების პოლიტსამმართველოს თეატრში, 1922-1936 წლებში — სოხუმის, ბათუმის, კრასნოდარის და სხვა თეატრებში. 1936 წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამორჩეული როლები: სირანო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ტარტიუფი (მოლიერის „ტარტიუფი“), პოლკოვნიკი ტალბერგი (მ. ბულგაკოვის „ტურბინთა დღეები“), დუდუკინი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 1943 „უჩინარი იანი“ — სტუდენტი
  • 1944 „მალახოვის ყორღანი“ — მთხრობელი
  • 1946 „დავით გურამიშვილი“ — ფრიდრიხ მეორე–პრუსიის მეფე
  • 1947 „რობინზონ კრუზო“ — რობინზონის მამა
  • 1961 „ადამიანი ამფიბიაბალთაზარი
  • 1966 „უყაიმო თამაში“ — პროფ. ბერნარი

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება