ადამიანი ამფიბია (ფილმი)
ადამიანი ამფიბია (რუს. Человек-амфибия) — 1961 წლის საბჭოთა მხატვრული ფილმი. დამდგმელი რეჟისორები: გენადი კაზანსკი და ვლადიმერ ჩებოტარიოვი. გადაღებულია ალექსანდრე ბელიაევის ამავე სახელწოდების სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის მიხედვით. ფილმის პრემიერა გაიმართა 1961 წლის 28 დეკემბერს, ხოლო 1962 წლის 3 იანვარს გამოვიდა ფართო გაქირავებაში. საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერი 1962 წელს 65 მილიონი მაყურებლით.
„ადამიანი ამფიბია“ | |
---|---|
პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი |
გენადი კაზანსკი ვლადიმერ ჩებოტარიოვი |
სცენარის ავტორი |
აკიბა გოლბურტი ალექსანდრე ქსენოფონტოვი ალექსეი კაპლერი |
როლებში |
ვლადიმერ კორენევი ანასტასია ვერტინსკაია მიხეილ კოზაკოვი |
კომპოზიტორი | ანდრეი პეტროვი |
ოპერატორი | ედუარდ როზოვსკი |
სტუდია | ლენფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1961 წ. |
ხანგრძლივობა | 95 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |