აკაკი ხორავას ქუჩა
აკაკი ხორავას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი). ერეკლე ტატიშვილის ქუჩიდან ვასილ პეტრიაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც მლეთის შესახვევი, ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზე. თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში შეტანილია მლეთის სახელწოდებით. 1973 წელს აკაკი ხორავას სახელი დაერქვა. № 9 სახლში 1908–1915 წლებში ცხოვრობდა დიდი ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა. ქუჩას აქვს I ჩიხი (ყოფილი მლეთის ჩიხი).
აკაკი ხორავას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | მლეთის შესახვევი, |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 210, ISBN 978-99928-20-35-3.