მთავარი მენიუს გახსნა

ნატო გაბუნია

ქართველი მსახიობი

ნატალია (ნატო) მერაბის ასული გაბუნია (დ. 25 (ან 26) თებერვალი [ძვ. სტ. 13 თებერალი] (ან 3 (15) თებერვალი)[1], 1859, გორი — გ. 29 აგვისტო [ძვ. სტ. 16 აგვისტო], 1910, ტფილისი) — ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის მეუღლე.

ნატო გაბუნია
დაბ. სახელი ნატალია მერაბის ასული გაბუნია
დაბ. თარიღი 13 (25) თებერვალი 1859
გორი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 (29) აგვისტო 1910
ტფილისი, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დაკრძალულია კუკიის სასაფლაო, დღ. თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
პროფესია მსახიობი
მეუღლე(ები) ავქსენტი ცაგარელი

ბიოგრაფიარედაქტირება

სასცენო მოღვაწეობა მშობლიურ ქალაქ გორში დაიწყო ხელოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამწრეში. 1879 წელს მსახიობად მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში. ნატო გაბუნიას შესრულება გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. მას გააჩნდა ჩინებული სასცენო მონაცემები. შესანიშნავად ფლობდა მეტყველების, პლასტიკური გამომსახველობისა და სიმღერის ხელოვნებას. წარმოადგენდა ჭეშმარიტად სახალხო მსახიობს. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში, სოფლად კი — მოედნებსა და კალოებზე გლეხობისათვის გამართულ წარმოდგენებში. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ძლიერი ნებისყოფის ქალების როლების შესრულებაში. მისთვის პიესებს სპეციალურად წერდნენ ილია ჭავჭავაძე („მაჭანკალი“), აკაკი წერეთელი („კინტო“), ავქსენტი ცაგარელი („ხანუმა“), დავით კლდიაშვილი („დარისპანის გასაჭირი“).

შესრუებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ილია ჭავჭავაძის „ქართვლის დედა“, „გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები“, „მაჭანკალი“), სალომე (აკაკი წერეთლის „კინტო“), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, „როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო“ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“), გლეხი დედაკაცი (დავით ერისთავის „სამშობლო“), კუკუშკინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), შუშანიკა, ხამფერა (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“) და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც.

ლიტერატურარედაქტირება

  • ბურთიკაშვილი ა., ნატო გაბუნია, თბ., 1949;
  • ნატო გაბუნია, ტფ., 1909;

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Театральная энциклопедия. Гл. ред. С. С. Мокульский. Т. 1 — М.: Советская энциклопедия, А — «Глобус», 1961, 1214 стб. с илл., 12 л. илл. (стб. 1067—1068)