ეკატერინე ვაჩნაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩნაძე.

ეკატერინე ვაჩნაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1920, სოფელი ნანიანი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 20 თებერვალი, 2012) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

ეკატერინე ვაჩნაძე
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1920
სოფ. ნანიანი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 2012 (91 წლის)
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1943 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1943 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში. განსახიერებული აქვს 50-მდე სხვადასხვა სახის როლი: კაროჟნა („შემოდგომის აზნაურები“, დ. კლდიაშვილის მიხედვით), სონა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ლარისა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ვარა (ო. მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“), მაკრინე (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ვარვარა კარპოვნა და კოკონა (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“ და „ამბავი სიყვარულისა“), სონა (გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“), თამარი (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“) და სხვა. შესანიშნავად ასრულებდა უპირატესად სახასიათო როლებს. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, აქტიორული ინდივიდუალობით, პროფესიული ოსტატობით. გამოდიოდა ესტრადაზეც.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება