ივანე ოსაძე (დ. 1 ოქტომბერი, 1919, ხაშური) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.

ივანე ოსაძე
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1919,
ხაშური
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1 ოქტომბერს, 1919 წელს ხაშურში.ვ1938 წელს დაამთავრა ხაშურის საშუალო სკოლა. 1939 წელს სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1940-1943), გორის (1943-1964) თეატრებში; 1964 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. მან 1961 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტისტის წოდება მიიღო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება