დილიჯანი

ქალაქი სომხეთში

დილიჯანი (სომხ. Դիլիջան) — ქალაქი სომხეთში, ტავუშის ოლქში. დილიჯანი ცნობილი სამთოკლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, მდებარეობს მდინარე აღსტევზე ქალაქი გამოირჩევა ტრადიციული სომხური არქიტექტურით. ქალაქს თითქმის მთლიანად გარს აკრავს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დილიჯანის ნაკრძალი.

ქალაქი
დილიჯანი
Դիլիջան
Dilijan 2016 collection.jpg
დილიჯანის ქუჩა
გერბი
Coat of Arms of Dilijan.png

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი ტავუშის ოლქი
კოორდინატები 40°44′27″ ჩ. გ. 44°51′47″ ა. გ. / 40.74083° ჩ. გ. 44.86306° ა. გ. / 40.74083; 44.86306
ამჟამინდელი სტატუსი 1951
ფართობი 13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1255—1510
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 23 700[1] კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (268 0)
საფოსტო ინდექსი 3901-3906
საავტომობილო კოდი 57
ოფიციალური საიტი dilijan.am
დილიჯანი — სომხეთი
დილიჯანი

გეოგრაფიული მდებარეობარედაქტირება

ქალაქი მდებარეობს სომხეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გუგარაქის ქედის აღმოსავლეთით, თავუშიდან შირაკიდან და გეღარქუნიქიდან მომავალი გზების გადაკვეთაზე.

ეკონომიკარედაქტირება

დილიჯანში მოქმედებს 1947 წელს დაარსებული მინერალური წყლების ქარხანა, რომელიც აწარმოებს მინერალურ წყალს „დილიჯანი“.

ღირსშესანიშნაობარედაქტირება

რამდენიმე კილომეტრში დილიჯანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი ჰაღარწინი, იქვე 20 წუთის სავალზე სოფელ გოშში მდებარეობს მეორე ძველი სამონასტრო კომპლექსი გოშავანქი, ხოლო 15 კილომეტრზე ქალაქიდან დილიჯანის ნაკრძალში მდებარეობს თვალწარმტაცი ტბა პარზი.

გალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება