გეღარქუნიქის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან გეღარქუნიქის ოლქი)
გეღარქუნიქი (სომხ. Գեղարքունիք) — სომხეთის პროვინცია (მარზი). ის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აზერბაიჯანს ესაზღვრება. 5,348 კმ2-ით გეღარქუნიქი სომხეთის ფართობით უდიდესი პროვინციაა. თუმცა, ტერიტორიის დაახლოებით 1,278 კმ2 სევანის ტბას უჭირავს, რომელიც კავკასიის უდიდესი ტბაა და რეგიონის ტურისტული ცენტრი. გეღარქუნიქის დედაქალაქია გავარი.
გეღარქუნიქი Գեղարքունիք | |
---|---|
მდებარეობა | |
ინფორმაცია | |
დედაქალაქი | გავარი |
გუბერნატორი | ნვერ პოღოსიანი |
ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი 1-ლი 5,348 კმ² 23.8% |
მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-7 215,371 58.9/კმ² |
კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
1201-1626 AM.GR AM041 |
საიტი | gegharkunik.gov.am |
პროვინციას ეკუთვნის არწვაშენის სომხური ანკლავი, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანითაა შემოსაზღვრული. ის აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა ყარაბაღის ომის შემდეგ.
გეღარქუნიქს ესაზღვრება შემდეგი მარზები: ვაიოცძორი სამხრეთით, არარატი სამხრეთ-დასავლეთით, კოტაიქი ჩრდილო-დასავლეთით და ტავუში ჩრდილოეთით
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გეღარქუნიქის პროვინცია დაარქივებული 2010-08-22 საიტზე Wayback Machine. . findarmenia.com (ინგლისური) (სომხური) (რუსული)
- Gegharkunik Marz Tourist Guide