გავარი (სომხეთი)
გავარი (სომხ. Գավառ) — ქალაქი სომხეთში, გეღარქუნიქის ოლქის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე გავარაგეტზე, სევანის ტბასთან მისი შესართავაიდან 8 კმ–ზე, ერევნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 90 კმ-ზე. გავარის ტერიტორიაზე ძველი დროიდან არსებობდა სოფელი კავარი, რომელიც გაანადგურა ნადირ-შაჰმა 1736 წელს. 1828–29 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აქ გადმოსახლდნენ სომხები თურქეთის ქალაქ ბაიაზეთიდან. 1850 წელს სოფელ კავარს ქალაქის სტატუსი მიენიჭა და დაერქვა ნოვო–ბაიაზეთი. 1936 წელს ნორ–ბაიაზეთი ეწოდა. 1959 წელს დაერქვა კამო, რევოლუციონერი ს.ა. ტერ–პეტროსიანის (პარტიული ფსევდონიმი კამო) პატივსაცემად. 1996 წელს მიიღო დღევანდელი სახელწოდება – გავარი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გავარი Գավառ | |||
| |||
ქვეყანა | სომხეთი | ||
რეგიონი | გეღარქუნიქის ოლქი | ||
კოორდინატები | 40°21′32″ ჩ. გ. 45°07′36″ ა. გ. / 40.35889° ჩ. გ. 45.12667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1830 | ||
ადრეული სახელები |
ნოვობაიაზეთი, ნორ-ბაიაზეთი (1959–მდე) კამო (1996 წლამდე) | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1850 | ||
ფართობი | 7 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1982±1 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||
მოსახლეობა | 20 765 (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 | ||
სატელეფონო კოდი | +374 (264) | ||
საფოსტო ინდექსი | 1201-1205 | ||
საავტომობილო კოდი | 02 | ||
ოფიციალური საიტი | gavariqaghaqapetaran.am | ||