ტავუშის პროვინცია

ტავუში (სომხ. Տավուշ) — სომხეთის მარზი (პროვინცია). იგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით; ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საქართველო, ხოლო აღმოსავლეთიდან — აზერბაიჯანი. ტავუშის მარზის ადმინისტრაციული ცენტრია — იჯევანი. იგი მთლიანად ესაზღვრება ბარხუდარლისა და ზედა აკსიპარას აზერბაიჯანულ ანკლავებს, რომლებიც ოკუპირებულია სომხეთის მიერ ყარაბახის ომის შემდეგ. ტავუშის სხვა ქალაქებია: ნოემბერიანი, დილიჯანი და ბერდი. ტავუში რუსეთის სამეფოს დროს ჯერ თბილისის გუბერნიის, ხოლო შემდეგ ელიზავეტოპოლის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა.

ტავუში
Տավուշ
მდებარეობა
პროვინციის მდებარეობა სომხეთში
ინფორმაცია
დედაქალაქი იჯევანი
გუბერნატორი აიკ ჩობანიანი (2019-დან)
ფართობი
მთლიანი
 - წყალი (%) 
ადგილი მე-4
2,704 კმ²
უმნიშვნელო
მოსახლეობა
 - მთლიანად (2002)
 - სიმჭიდროვე
ადგილი მე-10
121,963
39.1/კმ²
კოდები
 - საფოსტო კოდი
 - ISO 3166-2
 - FIPS 10-4

3901-4216
AM.TV
AM09
საიტი www.tavushinfo.am/en/About_us

რეგიონში მდებარეობს მრავალი ისტორიული მონასტერი, ტაძარი, ციხესიმაგრე. აღსანიშნავია გოშავანკი, მაკავარანკი და აღარძინის მონასტერი.

ტავუშს ესაზღვრება სომხეთის შემდეგი მარზები:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება