ანატოლი პეტრიცკი

ანატოლი გალაქტიონოვიჩ პეტრიცკი (უკრ: Анатолій Галактіонович Петрицький; დ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანატოლი გალაქტიონოვიჩ პეტრიცკი (უკრ: Анатолій Галактіонович Петрицький; დ. 12 თებერვალი, 1895, კიევი, რუსეთის იმპერია ― გ. 6 მარტი, 1964, კიევი, უსსრ) ― უკრაინელი და საბჭოთა მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი და პედაგოგი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1944), II ხარისხის სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1949, 1951).

ანატოლი პეტრიცკი
დაიბადა 31 იანვარი (12 თებერვალი), 1895[1]
დაბადების ადგილი კიევი[2] [1]
გარდაიცვალა 6 მარტი, 1964(1964-03-06)[2] [3] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი[2] [1]
სფერო სცენოგრაფია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანატოლი პეტრიცკი 1895 წლის 12 თებერვალს კიევში დაიბადა. 1912-1918 წლებში კიევის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა.[4] ვასილ კრიჩევსკის მოწაფე. პარალელურად სწავლობდა ალექსანდრე მურაშკოს სტუდიაში. 1916 წლიდან სცენის დიზაინერად დაიწყო მუშაობა. 1927 წელს ვადიმ მელერთან, ლეონიდ სკრიპნიკთან, ალექსეი პოლტარაცკისთან და სხვებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ფუტურისტულ ორგანიზაციას „ახალი თაობა“.

ანატოლი პეტრიცკის ვაჟი, ანატოლი ანატოლიევიჩ პეტრიცკი 1931 წელს დაიბადა. იგი ოპერატორი და რეჟისორი გახდა და 1969 წელს რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახდა.

ანატოლი პეტრიცკი 1964 წლის 6 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება