ნიკოლოზ მიქაშავიძე
ნიკოლოზ მიქაშავიძე (დ. 2 სექტემბერი, 1909, ქუთაისი, — გ. 1988) — ქართველი თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961)[1], საქართველოს სახალხო არტისტი (1971).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქ. ქუთაისში 1924 წელს თვითმოქმედ წრეებში. 1928 წლიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის სატირის თეატრში. 1928-1939 წლებში — თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, ხოლო 1939 წლიდან გარდაცვალებამდე — სოხუმის ქართულ თეატრში. როლებიდან აღსანიშნავია: ანანია (სუმბათაშვილის „ღალატი“), ლადო კეცხოველი (ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი“), გივი ჩოლოყაშვილი (წერეთლის „პატარა კახი“), მედოვსკი (დარასელის „კიკვიძე“), მეფე (ჯაფარიძის „ლამპარი“), პრეზიდენტი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვა. მოხალისედ მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო მოყვარული მთამსვლელი. სოხუმის თეატრში მოღვაწეობდა ასევე მისი ქალიშვილი — ლიანა მიქაშავიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 26.;
- ნიკოლოზ მიქაშავიძის ხსოვნას : [საქ. სახალხო არტისტის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა და სოხუმის ქართული თეატრის მსახიობის გარდაცვალების გამო] / ელენე საყვარელიძე // თეატრალური მოამბე. - თბილისი, 1988. - №2. - გვ.103.