ვენერა ვლადიმერის ასული ნეფარიძე (დ. 18 მარტი, 1923, თბილისი, — გ. 27 ივნისი, 2011) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1971).

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1945). მუშაობდა მარჯანიშვილის (1945-1947), სოხუმის (1947-1973) და რუსთავის (1973 წლიდან) თეატრებში. ასრულებდა დრამატულ და სახასიათო როლებს: ლელა (გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგი“), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), თამრო (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“), რუქაია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ბერნარდა (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას ოჯახი“), ლუიზა (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (1963, რეჟისორი: შოთა მანაგაძე), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977, რეჟისორი: ელდარ შენგელაია), „კარიერი“ (1979, რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი), „ქორწინება იმერულად“ (1979, რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1981, რეჟისორი: რეზო ესაძე).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება