ვინ შეკაზმავს ცხენს
„ვინ შეკაზმავს ცხენს“ — სს „ქართული ფილმის“ 1963 წლის მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია შოთა მანაგაძე. ფილმის პრემიერა 1965 წელს შედგა.
„ვინ შეკაზმავს ცხენს“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | შოთა მანაგაძე |
სცენარის ავტორი |
ივანე თარბა, ალექსანდრე ვიტენზონი, შოთა მანაგაძე |
როლებში |
კოტე დაუშვილი იოსებ გოგიჩაიშვილი |
კომპოზიტორი | რევაზ ლაღიძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
მხატვარი |
შოთა გოგოლაშვილი, რომან მახარაძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1963 |
ხანგრძლივობა | 78 წთ |
ქვეყანა | საქართველოს სსრ, სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი რედაქტირება
მარჯვე ცხენოსანს, ალხას ჩამბას ცოლის გარდაცვალების შემდეგ შვილებიც მიატოვებენ და ქალაქში გადასახლდებიან. ამაყი მოხუცი ეზო-კარის დაცარიელებას მტკივნეულად განიცდის. გადაწყვეტს, შვილიშვილი მაინც დაუბრუნოს სოფელს, რათა მის ოჯახში ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, მამაცი მხედარი გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ მშობლების გაყრის შემდეგ ბიჭი ინტერნატში იზრდება.
როლებში რედაქტირება
- კოტე დაუშვილი — ალხასი
- იოსებ გოგიჩაიშვილი — ბესლანი
- დალი ღოღელიანი — ასიდა
- გია ნიკოლაიშვილი — ბექნუ
- მანანა მანაგაძე — კვეიზა
- ოთარ მეღვინეთუხუცესი — გვადი
- ეკატერინე ვერულეიშვილი — მარასა
- ოთარ არღუთაშვილი
- ილია ბაკაკური
- მინადორა ზუხბა
- ვენერა ნეფარიძე
- ა. ჭელიძე
- მაია ტატიშვილი
- ნანა ყიფიანი
- ვიქტორ ნინიძე
- კაპიტონ აბესაძე