ვიქტორ ნინიძე
ვიქტორ ნინიძე (დ. 10 მარტი, 1920 ― გ. 2001) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1965).
ვიქტორ ნინიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1920 |
გარდაცვალების თარიღი | 2001 |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1934 წელს დაიწყო სამსახიობო მოღვაწეობა თბილისის სანკულტურის თეატრში, სადაც იმუშავა 1949 წლამდე. მისი დებიუტი შედგა შალვა დადიანის პიესაში „აჯილღა“, სადაც ახალგაზრდა გიმნაზისტის როლს თამაშობდა. 1949-1971 წლებში იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობი, ხოლო 1971 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. ბოლო წლებში პარალელურად მონაწილეობდა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში, რომლებიც იმართება თბილისში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათ შორის გამოირჩევა: პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), სურენი (ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“), ებრაელი (ვ. ჰიოგოს „მარია ტიუდორი“), არქიფო (გ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“), ხახული (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), გიორგი (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), გაგუა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), რივერსი (უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: ზვამბა („დათა თუთაშხია“), კარპოვიჩი („კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“), არქიფო („სოფლის აშიკი“), მოხუცი („ზნედაცემული ანგელოზი“), დავითი („წუთისოფელი“) და სხვა. აქვს პიესები: „თავდასხმა ღამით“, „მოულოდნელი სტუმარი“, „შეხვედრა დღეობაზე“ და სხვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1972 — ჩაძირული ქალაქის მაძიებლები — ვიქტორი
- 1963 — ვინ შეკაზმავს ცხენს
- 1971 — წუთისოფელი — დავითი
- 1974 — მშვიდობიანი დღეები
- 1975 — ერთი ნახვით შეყვარება
- 1976 — სოფლის აშიკი — არქიფო
- 1977 — ინდი-მინდი (სიმღერები შვილიშვილებისათვის)
- 1978 — ყვარყვარე — ვაშლოვანელი
- 1978 — რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
- 1978 — ბათა ქექია
- 1980 — მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) — თორნიკე სეფერთელაძე
- 1981 — გამოაღეთ ფანჯრები — გერონტი
- 1981 — კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის — კარპოვიჩი
- 1982 — მარადისობის კანონი
- 1978 — დათა თუთაშხია — ზვამბა
- 1992 — ზნედაცემული ანგელოზი — მოხუცი
- 1992 — ხაფანგი
- 1971 — უსასრულობა
- 1990 — თეთრი ბაირაღები — კბილის ექიმი
- 1992 — ოქროს ობობა — სერჟანტი
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1965 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1965 — ღირსების მედალი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რაჭული ფოლკლორის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის[1]