ეკატერინე ვერულეიშვილი
ეკატერინე ვერულეიშვილი (ეკატერინე ვერულაშვილი) (დ. 27 ივლისი, 1917, თბილისი — გ. 28 სექტემბერი, 1973, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1966).
ეკატერინე ვერულეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 ივლისი, 1917 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
28 სექტემბერი, 1973 (56 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1917 წლის 27 ივლისს თბილისში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1940–1942 წლებში მუშაობდა მსახიობად ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში. 1943 წლიდან იყო მსახიობი ხაშურის, გორის და თელავის დრამატულ თეატრებში. 1956 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა. შექმნა სახასიათო და კომედიურ სახეთა მთელი გალერეა: ქაბატო (ა. ცაგარელის „ხანუმა“), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), სოფი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მუზა (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), კეკელა (შ. დადიანის „გუშინდელნი“), რუსუდანი (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), დარო (ტ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძელი“), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), ნინო (შ. ნარსიას „გრძნობის ჭიდილი“), ირინა პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის „ქორწინება“), პორტაპოვნა (ა. ოსტოვსკის „უმზითვო“), მართა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე ბებია ილიკო და ილარიონი“) და სხვა.
კინოფილმებში შეასრულა ოცამდე სახასიათო როლი, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სასიდედრო (მ. კობახიძის „ქორწილი“, 1964), დამსვენებელი ქალი („წარსული ზაფხული“, 1959), მეზობელი („კეთილი ადამიანები“; 1961), ჭორიკანა („მალე გაზაფხული მოვა“, 1967), დედა („ალადინის ჯადოსნური ლამპარი“, 1967). აღიარებულია ეპიზოდური როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაფილმოგრაფია
რედაქტირება- 1958 — სხვისი შვილები
- 1959 — წარსული ზაფხული — დამსვენებელი ქალი
- 1961 — ერთი ცის ქვეშ — კოსმეტოლოგი
- 1961 — კეთილი ადამიანები — მეზობელი
- 1962 — მე, ბებია, ილიკო და ილარიონი — სოფლელი ქალი
- 1962 — გზაში — დარეჯანი
- 1963 — ცეროდენა რაინდები — პელაგო
- 1964 — ქორწილი — სასიდედრო
- 1965 — ვინ შეკაზმავს ცხენს — მარასა
- 1965 — მიხა — სოფლელი ქალი
- 1965 — ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი — ფოსტის თანამშრომელი
- 1965 — მე ვხედავ მზეს — თხის პატრონი
- 1966 — შეხვედრა წარსულთან — ეფროსინე
- 1967 — მალე გაზაფხული მოვა — ჭორიკანა
- 1967 — ალადინის ჯადოსნური ლამპარი — ალადინის დედა
- 1968 — განგაში
- 1969 — მოლოდინი — კატუშა
- 1969 — არ იდარდო! — თამარი
- 1969 — დიდედები და შვილიშვილები — მათიკო
- 1970 — ჩემი ქალაქის ვარსკვლავი — მამიდა
- 1971 — გელა — სპეკულანტი
- 1972 — როცა აყვავდა ნუში — მეზობელი
- 1973 — ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი(რუსული)ქართ. — მის უოტსონი („მოსფილმი“)