მიხა (ფილმი)
„მიხა“ — ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, გადაღებული მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით. ეკრანებზე გამოვიდა 1965 წელს. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი — მერაბ კოკოჩაშვილი, დამდგმელი ოპერატორი — გიორგი გერსამია. ფილმის მუსიკის ავტორია ნოდარ მამისაშვილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მანანა ბახტაძე, ზურაბ ქაფიანიძე, მიხეილ ჩუბინიძე, ავთანდილ მახარაძე, ალექსანდრე კუპრაშვილი, ეკატერინე ვერულეიშვილი და ირაკლი ქოქრაშვილი.[1]