ავთანდილ მახარაძე
ავთანდილ (ავთო) ივანეს ძე მახარაძე (დ. 16 ივლისი 1943, ბათუმი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1987).
ავთანდილ მახარაძე | |
---|---|
ავთანდილ მახარაძე | |
დაბადების თარიღი |
16 ივლისი, 1943 ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1965-დღემდე |
ავთანდილ მახარაძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო). 1965–1966 წლებში მოღვაწეობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. განსაკუთრებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ბორის გოდუნოვი (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), მოამბე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“), გლოსტერი (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა. მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებში.[1]
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“). შესრულებული როლისთვის ფილმში „მონანიება“ მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987) და პრემია „ნიკა“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987). შესრულებული როლისთვის ფილმში „გარეშე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა „ოქროს არწივი“ (1993).[2] აგრეთვე მოპოვებული აქვს პრიზი პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი „ახალი კინო XXI საუკუნე“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნაციონალური ბომბი“.[1] აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ავთანდილ მახარაძემ შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა დენიელ კრეიგმა. 2013 წელს ავთნდილ მახარაძეს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1965: „მიხა“ (სიკო) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1971: „მყუდრო სავანე“ (სიმონ ბეროშვილი) რეჟ. კარლო ღლონტი
- 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ (უსინათლო) რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1978: „იმედის მწვანე კუნძული“ რეჟ. ომარ გვასალია
- 1981: „გზა შინისაკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1982: „ჟამი მოქცევისა“ რეჟ. ნოდარ ომიაძე
- 1982: „არაჩვეულებრივი რეისი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1983: „წითელი ხაზი“ რეჟ. დავით სხირტლაძე
- 1984: „მონანიება“ (ვარლამ არავიძე/აბელ არავიძე) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1985: „წყარო“ რეჟ. დარია ხოჯავა
- 1986: „ბებია ყველასათვის“ რეჟ. ნანა დვალიშვილი
- 1987: „ფანარი ქარში“ რეჟ. ნოდარ ომიაძე
- 1988: „ჩიტის გადაფრენა“ რუს. Полет птицы რეჟ. ვლადიმერ გრიგორიევი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ფუნდუკის სასახლის მფლობელი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „ცოდვის შვილები“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1991: „რჩეული“ (ჯუნა) რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 2003: „შავი ნიშანი“ აზერ. Qara nişanə (აჟდარ ხანბაბაევი) რეჟ. ვაგიფ მუსთაფაევი
- 2004: „ნაციონალური ბომბი“ აზერ. Milli bomba რეჟ. ვაგიფ მუსთაფაევი
- 2005: „არხანგელი“ ინგლ. Archangel (სტალინი) რეჟ. ჯონი ჯონსი
- 2012: „ყველა წავიდა“ რუს. Все ушли (ცისა) რეჟ. გიორგი ფარაჯანოვი
- 2013: „ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ (აბიბო)
- ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (ბუხუტი)
- ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“ (ბორის გოდუნოვი)
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (ტიბალტი)
- სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (მოამბე)
- უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“ (მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა )
- უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (გლოსტერი)
ჯილდოები
რედაქტირება- 1980 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[3]
- 1987:
- რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში „მონანიება“
- პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი „ახალი კინო XXI საუკუნე“, პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნაციონალური ბომბი“ რუსეთი
- ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი „სილვერ ჰიუგო“, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში „მონანიება“ (აშშ)
- 1988 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1993 — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს არწივი“
- 2013 — ბათუმის საპატიო მოქალაქე
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ავთანდილ მახარაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ ავთანდილ მახარაძე — ბიოგრაფიული ცნობები
- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. N6. გვ. 4
- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)