გოგი ხარაბაძე

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი ხარაბაძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხარაბაძე.

გიორგი (გოგი) ხარაბაძე (დ. 12 ივლისი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 აგვისტო, 2023) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1987).

გოგი ხარაბაძე
დაბადების სახელი გიორგი ხარაბაძე
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1942 (1942-07-12) (82 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 2023
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, მწერალი
აქტიური 1966 - 2010

გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს, თბილისში.

1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1993 წლებში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

მისი თეატრალური დებიუტი ახალგაზრდულ ექსპერიმეტულ სპექტაკლში შედგა. რობერტ სტურუას აქტუალურ, მწვავე სპექტაკლში „ბრალდება“ ახალგაზრდა მსახიობმა ბრალმდებელის როლი ითამაშა. მისი გმირი, ოთარი გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით, უხეში პირდაპირობით. ამის შემდეგ, მსახიობს ძირითადად უარყოფითი ხასიათების მქონე ადამიანების განსახიერება უწევს : სპექტაკლში „უარყოფითი მომხიბვლელობა“ და სხვა. მკვიდრდება რეპერტუარში: ნოდარ დუმბაძის „მზიან ღამეში“ (ავთო), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (დიტო), თამაზ ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“ (გაიოზი) და სხვა.

ამას მოსდევს კლასიკური სახეები : უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“ (ოქტავიოს კეისარი), ალექსანდრე ტოლსტოის „მეფე ივანე მრისხანეს სიკვდილი“ (ივანე მრისხანე), სოფოკლეს „ოიდიპოსი“ (ოიდიპოსი) და სხვა.

პირველი როლი ფილმში „გიორგობისთვე“ აღმოჩნდა 1966 წელს, სადაც ოთარის როლი შეასრულა. ოთარი სწორი, მაგრამ არადადებითი გმირია. უარყოფითი გმირის ამპლუა მას კინემატოგრაფიაშიც გადმოჰყვა: მომხიბვლელი, მაგრამ ეგოისტი ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“, 1967 წელს), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელს) და სხვა. მონაწილეობდა ტელეფილმებში: დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, 1974 წელს (აბესალო) და ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, 1977 წელს (არჩილ ფორია).

ხარაბაძე მრავალმხრივი შემოქმედია. გამოირჩევა მაღალი პროფესიულობით. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: „პოეზიის 30 წუთი“ (1974), „ბედი ქართლისა“ (1975), „აკაკი წერეთელის მონოლოგი“ (1979), „ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი“ (1983), „დავით კლდიაშვილის ნაამბობი“ (1985) და სხვა.

გამოცემული აქვს ბიბლიის, შოთას „ვეფხისტყაოსანის“, ილია ჭავჭავაძის ლექსების, აკაკი წერეთელის ლექსებისა და პოემა „თორნიკე ერისთავის“, ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და პოემების „ალუდა ქეთელაურის“ და „სტუმარ-მასპინძლის“, გალაკტიონ ტაბიძის და სხვა ცნობილი პოეტების ლექსების, ქართული ზღაპრების აუდიო ვერსიები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • 1989: „თქვენ მომაგონდით“
  • 2004: „შატალო. მსახიობის ჩანაწერები“
  • 2004: „კოქსართროზი“
  • 2004: „მოთხრობები და მიძღვნები“
  • 2004: „წყნარად, წარსულო, წყნარად“
  • 2005: „სისხლიანი მეოცე“
  • 2007: „პირველის უკანასკნელი ღამე“
  • 2009: „თამადა“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება