გასეირნება ყარაბაღში (ფილმი)

ტერმინს „გასეირნება ყარაბაღში“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გასეირნება ყარაბაღში.

გასეირნება ყარაბაღში — მწერალ აკა მორჩილაძის რომანის „მოგზაურობა ყარაბაღში“ 2005 წლის ეკრანიზაცია. ფილმი სავსეა სცენებით, სადაც შეიარაღებული შეტაკებებია ნაჩვენები, მაგრამ მას ასევე თან ერთვის ერთ-ერთი მთავარი გმირის, გოგლიკოს სასაცილო ფრაზები ქართულ და რუსულ ენებზე (მან ეს ენა საკმაოდ ცუდად იცის, ასე რომ, ძალაუნებურად, აბსურდულ ფრაზებს წარმოთქვამს).

„გასეირნება ყარაბაღში“
რეჟისორი ლევან თუთბერიძე
პროდიუსერი ლევან კორინთელი
გუკა რჩეულიშვილი
სცენარისტი ირაკლი სოლომონაშვილი
აკა მორჩილაძე
როლებში ლევან დობორჯგინიძე
მიხეილ მესხი
დავით იაშვილი
ნუცა კუხიანიძე
გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი)
გიორგი ხარაბაძე
ნინო კასრაძე
რობერტ სტურუა
დაშა დროზდოვსკაია
გიორგი გურგულია
სანდრო კაკულია
კომპოზიტორი ნუკრი აბაშიძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
რუსული
აზერბაიჯანული
სომხური
შემდეგი კონფლიქტის ზონა (2009)

მთავარი გმირები, გიო (ლევან დობორჯგინიძე) და გოგლიკო (მიხეილ მესხი) მეგობრის თხოვნით მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი აღმოჩნდებიან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში. დაჭრილი გოგლიკო რჩება აზერბაიჯანელებთან, ხოლო გიო გადადის სომხების მხარეს.

  • ლევან დობორჯგინიძე — გიო
  • მიხეილ მესხი — გოგლიკო
  • ნუცა კუხიანიძე — იანა
  • გოგი ხარაბაძე — თენგიზი
  • ნინო კასრაძე — ნანა
  • დაშა დროზდოვსკაია — მარინა (რუსი ჟურნალისტი)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება