ლევან უჩანეიშვილი

ლევან უჩანეიშვილი (დ. 15 დეკემბერი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.

ლევან უჩანეიშვილი
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1958 (1958-12-15) (66 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1976-დღემდე

დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თბილისში. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. დაიწყო როგორც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობმა. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს იღებდა ქართულ ფილმებში. აღსანიშნავია ფილმები „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“ და სხვა.

1990-იანი წლებიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში, სადაც მონაწილეობას იღებს ჰოლივუდის ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), „ბლეიდი“ (1998), „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (1997), „ვირუსი“ (1999), „25-ე საათი“ (2002) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში. აგრეთვე იღებენ რუსეთის კინოსტუდიები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება