საიდუმლო მასალები

ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი


საიდუმლო მასალები“ (ინგლ. The X-Files) — ამერიკული ტელესერიალი, რომლის ავტორია რეჟისორი და სცენარისტი კრის კარტერი. სერიალის პირველი ეპიზოდი ეთერში პირველად გამოვიდა 1993 წლის 10 სექტემბერს, ხოლო თავად სერიალი დასრულდა 2002 წლის 19 მაისს. რამდენიმე სლოგანი სერიალიდან („ჭეშმარიტება სადღაც იქ არის“, „არავის ენდო“, „მე მინდა მჯეროდეს“) იქცა პოპარულ გამონათქვამებად. სერიალი იქცა 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ ტელემოვლენად, რაც დაემთხვა მოსახლეობის დაინტერესებას პარანორმალური მოვლენებით.

საიდუმლო მასალები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა[1]
საშინელებები[1]
დრამა[2]
მისტიკა[3]
თრილერი[4]
ავტორი კრის კარტერი
მონაწილეობენ დევიდ დუხოვნი
ჯილიან ანდერსონი
მიტჩ პილეჯი
რობერტ პატრიკი
ანაბეთ გიში
კომპოზიტორ(ებ)ი მარკ სნოუ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 11
ეპიზოდი 208 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი კრის კარტერი
ფრენკ სპოტნიცი
კიმ მენერსი
ვინს გილიგანი
რ.უ. გუდუინი
ჰოვარდ გორდონი
გლენ მორგანი
ჯეიმზ ვონგი
მიშელ მაკ-ლარენი
მაიკლ უოტკინსი
დევიდ გრინუოლტი
ადგილ(ებ)ი ვანკუვერი (სეზონები 1–5, 10–11)
ლოს-ანჯელესი (სეზონები 6–9)
ხანგრძლივობა 45 წთ.
კომპანია Ten Thirteen Productions
20th Century Fox Television
დისტრიბუტორი 20th Television
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ჩვენების ფორმატი 4:3 (თავდაპირველად)
16:9 (DVD, სეზონები 5–9)
აუდიო ფორმატი Dolby Surround 2.0
ეთერში 10 სექტემბერი, 1993 (1993-09-10) — 19 მაისი, 2002 (2002-05-19)
დაკავშირებული შოუები მარტოხელა მონადირეები
ათასწლეული
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალში, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალური აგენტები ფოქს მალდერი (დევიდ დუხოვნი) და დანა სკალი (ჯილიან ანდერსონი) იძიებენ სხვადასხვა პარანორმალურ მოვლენასთან დაკავშირებულ საქმეებს. მათ პროექტს საიდუმლო მასალებს უწოდებენ. მალდერს სწამს უცხო რასის არსებობის და იმის, რომ მისი და ბავშვობაში გაიტაცეს უცხოპლანეტელებმა. სკალი პირიქით — სკეპტიკოსია, რომელიც გარე ძალებმა სპეციალურად მოავლინეს მალდერის საქმიანობაზე მასალების შესაგროვებლად. გარდა პარანორმალური მოვლენებისა, სკალისა და მალდერის საქმეებზე აგებულ სერიებში ხშირად გამოიყენება საშინელებათა ფილმების ელემენტები.

შოუს პოპულარობის პიკი იყო 1990-იანი წლების ბოლოს. გარდა ტელესერიალისა, 1998 წელს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი „საიდუმლო მასალები“, ხოლო 2008 წელს - მისი გაგრძელება, „საიდუმლო მასალები - მე მინდა მჯეროდეს“. სერიალის ორ უკანასკნელ სეზონში დევიდ დუხოვნი (მალდერი) არ მონაწილეობდა და იგულისხმებოდა, რომ მისი გმირი სადღაც გაქრა და იშვიათად ჩნდებოდა. ახალი პერსონაჟები იყვნენ აგენტები ჯონ დოგეტი (რობერტ პატრიკი) და მონიკა რეისი (ანაბეთ გიში). უკანასკნელი ეპიზოდის ეთერში გასვლისას „საიდუმლო მასალები“ უკვე იყო თავის ჟანრში არსებული ყველაზე ხანგრძლივი სერიალი.

„საიდუმლო მასალები“ ეთერში დაბრუნდა 2015 წელს, შეზღუდული რაოდენობის ეპიზოდებით. 2018 წელს გამოვა მისი მეთერთმეტე სეზონი, შემდგარი 10 ეპიზოდისგან.

სერიალის რამდენიმე სეზონი საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა.

ეპიზოდები რედაქტირება

მთელი სერიალი ძირითადად ეფუძნება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ორი აგენტის, ფოქს მალდერისა და დანა სკალის ისტორიებს. მალდერი ფსიქოლოგი და ნიჭიერი გამომძიებელია, რომელსაც სწამს ზებუნებრივის. ბავშვობის მოგონებებიდან მას შემორჩა დის, სამანთა მალდერის უცხოპლანეტელების მიერ გატაცების ამბავი. ამიტომ იგი ბიუროში მუშაობის პარალელურად, აქტიურად იძიებს ამ საქმესაც. მიუხედავად იმისა, რომ მალდერი ცდილობს, ობიექტურობა შეინარჩუნოს, მის უფროსობას არ მოსწონს ბურუსით მოცული საქმეები და ერთ დღეს ფოქსის თანამშრომლის სახით ბიუროში ჩნდება დანა სკალი, რომელსაც დაევალება, თვალი ადევნოს მალდერის ქმედებებს და დრო და დრო ამის შესახებ მოხსენენებიც აკეთოს.

სკალი სპეციალობით პათოლოგოანატომია, პიროვნულად კი - ტიპური სკეპტიკოსი. მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი საკუთარი თვალით იხილავს უცნაურ მოვლენებს, იძულებულია აღიაროს, რომ ცდებოდა. გარკვეული ეტაპიდან იგი საიდუმლო მასალების საქმეებში ვეღარ პოულობს მეცნიერულ საფუძველს. ამავე დროს, წყვილი დიდ სირთულეებს ხვდება - ’ზევიდან’ ვიღაცას არ სურს, რომ სიმართლემ გაჟონოს და დრო და დრო მათ ვიღაც უშლის ამაში ხელს.

სერიალის ძირითადი სიუჟეტური ხაზი უკავშირდება უცხოპლანეტელებს. აგენტთა საქმიანობაში ერევა იდუმალი გაერთიანება "სინდიკატი". მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ სინდიკატი უშლის ხელს უცხო რასებს ადამიანთა განადგურებაში. ხშირად ამ სინდიკატის წარმომადგენლის სახით ჩნდება "მწეველი", სასტიკი მკვლელი და პოლიტიკოსი, რომელიც სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირად ითვლება.

სერიალის კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზია მალდერისა და სკალის შორის პლატონური ურთიერთობების რომანტიულებად გარდაქმნა.

მერვე და მეცხრე ტელესეზონები ეძღვნება აგენტ დოგეტისა და მონიკა რეისის "საიდუმლო მასალებში" მუშაობას. ისინი სკალის დიდ დახმარებას გაუწევენ. მეცხრე სეზონის კულმინაციაა მალდერის მიერ დედამიწის კოლონიზაციის გეგმების აღმოჩენაა, რის გამოც მას პატიმრობას მიუსჯიან. მაგრამ მეგობრების დახმარებით, იგი გარბის ციხიდან. თუმცა, იგი და სკალი იძულებულები არიან, დაემალონ ყველას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Delsara 2000, p. 59.
  2. Cooper, Tracie. The Files: Seasons 01. Allmovie. Rovi. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2015. ციტირების თარიღი: November 19, 2012.
  3. Delsara 2000, p. 62.
  4. Delsara 2000, p. 58.