საიდუმლო მასალები (ფილმი)

საიდუმლო მასალები“ (ინგლ. The X-Files, აგრეთვე ცნობილი როგორც „საიდუმლო მასალები: შეებრძოლე მომავალს“, ინგლ. The X-Files: Fight the Future) — 1998 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკისა და თრილერის ჟანრის ფილმი, რომლის სცენარის ავტორები არიან კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი, ხოლო რეჟისორი - რობ ბოუმენი. ეს არის რიგით პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „საიდუმლო მასალების“ სერიაში, რომელიც შექმნილია კრის კარტერის მიერ. სერიალში ძირითადად მოთხრობილია გამოგონილი გაუხსნელი საქმეების შესახებ, რომლებსაც იძიებენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები, ფოქს მალდერი (დევიდ დუხოვნი) და დანა სკალი (ჯილიან ანდერსონი). ისინი ამ ფილმშიც მონაწილეობენ, ისევე, როგორც მიტჩ პილეჯი (უოლტერ სკინერი) და უილიამ ბ. დეივისი (მწეველი). შეებრძოლე მომავალს არის ფილმის ქვესათაური.

„საიდუმლო მასალები“
რეჟისორი რობ ბოუმენი
პროდიუსერი კრის კარტერი
დენიელ ზეკჰაიმი
სცენარის ავტორი კრის კარტერი
ეფუძნება საიდუმლო მასალები
— კრის კარტერი
ისტორია კრის კარტერი
ფრენკ სპოტნიცი
როლებში დევიდ დუხოვნი
ჯილიან ანდერსონი
მარტინ ლანდაუ
ბლაით დენერი
არმინ მიულერი-შტალი
მუსიკა მარკ სნოუ
ოპერატორი უორდ რასელი
მონტაჟი სტივენ მარკი
სტუდია Ten Thirteen Productions
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 19 ივნისი, 1998 (1998-06-19)
ხანგრძლივობა 121 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 66 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 189,176,423 აშშ დოლარი

სიუჟეტის მიხედვით, მალდერი და სკალი, რომლებიც დააშორეს საიდუმლო მასალებთან მუშაობას, იძიებენ ფედერალური შენობის აფეთქების საქმეს. ისინი აღმოაჩენენ სახელმწიფო შეთქმულებას, რომლის მიღმაც იმალება ჭეშმარიტება დედამიწის უცხოპლანეტელთა მიერ კოლონიზაციაზე. სერიალის ქრონოლოგიის კონტექსტში, ფილმში მოთხრობილ მოვლენებს ადგილი აქვს სერიალის მეხუთე სეზონის ეპიზოდს The End და მეექვსე სეზონის ეპიზოდს The Beginning შორის.

კრის კარტერმა სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნა გადაწყვიტა სერიალის მითოლოგიის უფრო ვრცელი მასშტაბებით ჩვენების და აგრეთვე მათი მოზიდვის მიზნით, ვინც სერიალს მანამდე არ უყურებდა. სცენარი მან 1996 წლის ბოლოს სპოტნიცთან ერთად დაწერა. გადაღება, რომელიც 1997 წლის ბოლოს, სერიალის მეოთხე სეზონის დასასრულს დაიწყო, დააფინანსა Fox-მა. კარტერმა შეკრიბა სერიალის გუნდი და მოიწვია ცნობილი მსახიობები, რომელთა შორის იყვნენ ბლაით დენერი და მარტინ ლანდაუ. ფილმის კოდური სამუშაო სახელწოდება იყო Project Blackwood. მარკ სნოუმ კვლავ იმუშავა ფილმის მუსიკაზე და ორკესტრული ნაწილიც დაწერა.

ფილმის პრემიერა გაიმართა 1998 წლის 19 ივნისს, აშშ-ში. კრიტიკოსების შეფასებები ერთმანეთისგან გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოეწონა ფილმის სტილი და ეფექტები, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სიუჟეტი ვერ გაიგეს და მათთვის ფილმი უფრო მეტად სერიალის ვრცელი ეპიზოდივით იყო. მეორე ფილმი, საიდუმლო მასალები: მე მინდა მჯეროდეს გამოვიდა 2008 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება