საიდუმლო მასალები (სეზონი 5)
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მეხუთე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 1997 წლის 2 ნოემბერს გავიდა და დასრულდა 1998 წლის 17 მაისს, 20 ეპიზოდის შემდეგ. ეს იყო სერიალის უკანასკნელი სეზონი, გადაღებული ვანკუვერში. ყველა შემდგომი ეპიზოდი გადაიღეს ლოს-ანჯელესში. განსხვავება წინა სეზონებთან ისიც არის, რომ ამბის განვითარება უფრო დეტალურად იყო დაგეგმილი, ვინაიდან ამავე დროს იღებდნენ მხატვრულ ფილმს „საიდუმლო მასალები“, რომელიც სერიალთან პირდაპირ იყო დაკავშირებული.
საიდუმლო მასალები (სეზონი 5) | |
---|---|
![]() DVD-ის გამოცემა | |
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 20 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 2 ნოემბერი, 1997 | – 17 მაისი, 1998
სერიალის მეხუთე სეზონში მოვლენები მიმდინარეობს დანა სკალის ონკოლოგიური დაავადებისგან განკურნების შემდეგ. აგრეთვე ჩნდებიან ახალი პერსონაჟები – ჯეფრი სპენდერი (კრის ოუენსი) და დაიანა ფაული (მიმი როჯერსი), ისევე, როგორც ნათელმხილველი გიბსონ პრეიზი (ჯეფ გულკა). უკანასკნელი ეპიზოდი „დასასრული“ უკავშირდება თავად მხატვრულ ფილმს და სერიალის მეექვსე სეზონის პირველ ეპიზოდს „დასაწყისი“.
სეზონი კვლავ წარმატებული იყო, ხოლო თითო ეპიზოდის მაყურებლების რაოდენობა დაახლოებით 20 მილიონს შეადგენდა. იმ დროისთვის ეს იყო „საიდუმლო მასალების“ ყველაზე რეიტინგული სეზონი. აგრეთვე დადებითი იყო კრიტიკოსების შეფასებები.
ეპიზოდები
რედაქტირებაეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით ( ), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი [1] | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
98 | 1 | „დაბრუნება“ | რ. უ. გუდუინი | კრის კარტერი | 2 ნოემბერი, 1997 | 5X02 | 27.34[2] |
99 | 2 | „დაბრუნება II“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 9 ნოემბერი, 1997 | 5X03 | 24.84[2] |
100 | 3 | „უცნაური ეჭვმიტანილები“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი | 16 ნოემბერი, 1997 | 5X01 | 21.72[2] |
101 | 4 | „შემოვლა“ | ბრეტ დაულერი | ფრენკ სპოტნიცი | 23 ნოემბერი, 1997 | 5X04 | 22.88[2] |
102 | 5 | „პოსტმოდერნიზმის პრომეთე“ | კრის კარტერი | კრის კარტერი | 30 ნოემბერი, 1997 | 5X06 | 18.68[2] |
103 | 6 | „საშობაო სიმღერა“ | პიტერ მარკლი | ვინს გილიგანი, ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 7 დეკემბერი, 1997 | 5X05 | 20.91[2] |
104 | 7 | „ემილი“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი, ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 14 დეკემბერი, 1997 | 5X07 | 20.94[2] |
105 | 8 | „მელებზე ნადირობა“ | დენიელ სეკჰაიმი | ვინს გილიგანი და ტიმ მაინირი | 4 იანვარი, 1998 | 5X08 | 19.75[2] |
106 | 9 | „შიზოგენია“ | რალფ ჰემეკერი | ჯესიკა სკოტი და მაიკ უოლეგერი | 11 იანვარი, 1998 | 5X09 | 21.37[2] |
107 | 10 | „ჩინგა“ | კიმ მენერსი | სტივენ კინგი და კრის კარტერი | 8 თებერვალი, 1998 | 5X10 | 21.33[2] |
108 | 11 | „ჩახმახი“ | რობ ბოუმენი | უილიამ გიბსონი და ტომ მედოქსი | 15 თებერვალი, 1998 | 5X11 | 18.04[2] |
109 | 12 | „ცუდი სისხლი“ | კლიბ ბოლი | ვინს გილიგანი | 22 თებერვალი, 1998 | 5X12 | 19.25[2] |
110 | 13 | „პაციენტი X“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 1 მარტი, 1998 | 5X13 | 20.21[2] |
111 | 14 | „წითელი და შავი“ | კრის კარტერი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 8 მარტი, 1998 | 5X14 | 19.98[2] |
112 | 15 | „მოგზაურები“ | უილიამ. ა. გრემი | ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 29 მარტი, 1998 | 5X15 | 15.06[2] |
113 | 16 | „წარმოსახვა“ | კიმ მენერსი | ტიმ მაინირი | 19 აპრილი, 1998 | 5X16 | 16.53[2] |
114 | 17 | „ყველა სული“ | ალენ კულტერი | ამბავი: ბილი ბრაუნი, დენ ენჯელი ტელედადგმა: ფრენკ სპოტნიცი და ჯონ შიბენი | 26 აპრილი, 1998 | 5X17 | 13.44[2] |
115 | 18 | „პაინ-ბლაფის ვარიანტი“ | რობ ბოუმენი | ჯონ შიბენი | 3 მაისი, 1998 | 5X18 | 18.24[2] |
116 | 19 | „შეშლილობა ორისათვის“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი | 10 მაისი, 1998 | 5X19 | 17.63[2] |
117 | 20 | „დასასრული“ | რ. უ. გუდუინი | კრის კარტერი | 17 მაისი, 1998 | 5X20 | 18.76[2] |