საიდუმლო მასალები (სეზონი 6)
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მეექვსე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 1998 წლის 8 ნოემბერს გავიდა და დასრულდა 1999 წლის 16 მაისს, 22 ეპიზოდის შემდეგ. სეზონი პირდაპირ აგრძელებს 1998 წლის მხატვრულ ფილმ „საიდუმლო მასალების“ მოვლენებს.
საიდუმლო მასალები (სეზონი 6) | |
---|---|
DVD-ის გამოცემა | |
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 22 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 8 ნოემბერი, 1998 | – 16 მაისი, 1999
ეს არის სერიალის პირველი სეზონი, გადაღებული ლოს-ანჯელესში. ეს გადაწყვეტილება მიიღეს დევიდ დუხოვნის (ფოქს მალდერი) თხოვნით, ვინაიდან მას სურდა მეუღლესთან, ტეა ლეონისთან ახლოს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ გადასაღები ადგილის გადატანას ეწინააღმდეგებოდა სცენარისტი კრის კარტერი, რეჟისორი კიმ მენერსი და ჯილიან ანდერსონი (დანა სკალი) დუხოვნის თხოვნას მხარს უჭერდნენ. სეზონში გამოჩნდნენ პერსონაჟები დაიანა ფაული (მიმი როჯერსი) და ჯეფრი სპენდერი (კრის ოუენსი), რომლებიც შემდგომში სერიალში თავი დაიმკვიდრეს.
მიუხედავად თავდაპირველად მაყურებლის დიდი რაოდენობისა, წინა სეზონთან შედარებით ახლის ჩვენებისას მათ რაოდენობამ იკლო და ასე გაგრძელდა მეცხრე სეზონის ჩათვლით. თავად სეზონმა მრავალფეროვანი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსების და მოყვარულების ნაწილმა იგი არ მიიღო, ვინაიდან ლოს-ანჯელესში გადაღებების გადატანას მოჰყვა ზოგადი განწყობის შეცვლა. განსხვავებით უკვე ტრადიციად ქცეული „კვირის მონსტრის“ ტიპის ეპიზოდებისგან, ახლებში შეიმჩნევა ბევრი იუმორი, რომანტიკა ან ორივე ერთად.
ეპიზოდები
რედაქტირებაეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით ( ), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი [1] | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
118 | 1 | „დასაწყისი“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 8 ნოემბერი, 1998 | 6ABX01 | 20.34[2] |
119 | 2 | „რბოლა“ | რობ ბოუმენი | ვინს გილიგანი | 15 ნოემბერი, 1998 | 6ABX02 | 18.5[2] |
120 | 3 | „სამკუთხედი“ | კრის კარტერი | კრის კარტერი | 22 ნოემბერი, 1998 | 6ABX03 | 18.2[2] |
121 | 4 | „ოცნებების ქვეყანა“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი, ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 29 ნოემბერი, 1998 | 6ABX04 | 17.48[2] |
122 | 5 | „ოცნებების ქვეყანა II“ | მაიკლ უოტკინსი | ვინს გილიგანი, ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 6 დეკემბერი, 1998 | 6ABX05 | 17.01[2] |
123 | 6 | „როგორც მიიტაცეს აჩრდილებმა შობა“ | კრის კარტერი | კრის კარტერი | 13 დეკემბერი, 1998 | 6ABX08 | 17.31[2] |
124 | 7 | „სინაზის ენა“ | რობ ბოუმენი | დევიდ ამანი | 3 იანვარი, 1999 | 6ABX06 | 18.69[2] |
125 | 8 | „წვიმის მეფე“ | კიმ მენერსი | ჯეფრი ბელი | 10 იანვარი, 1999 | 6ABX07 | 21.24[2] |
126 | 9 | „სენატის რეზოლუცია №819“ | დენიელ სეკჰაიმი | ჯონ შიბენი | 17 იანვარი, 1999 | 6ABX10 | 15.65[2] |
127 | 10 | „ტითონი“ | მაიკლ უოტკინსი | ვინს გილიგანი | 24 იანვარი, 1999 | 6ABX09 | 15.83[2] |
128 | 11 | „ორი მამა“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 7 თებერვალი, 1999 | 6ABX11 | 18.81[2] |
129 | 12 | „ერთი ვაჟი“ | რობ ბოუმენი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 14 თებერვალი, 1999 | 6ABX12 | 16.57[2] |
130 | 13 | „ცუდი წყალი“ | რობ ბოუმენი | დევიდ ამანი | 21 თებერვალი, 1999 | 6ABX14 | 16.91[2] |
131 | 14 | „ორშაბათი“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი და ჯონ შიბენი | 28 თებერვალი, 1999 | 6ABX15 | 16.74[2] |
132 | 15 | „არკადია“ | მაიკლ უოტკინსი | დენიელ არკინი | 7 მარტი, 1999 | 6ABX13 | 17.91[2] |
133 | 16 | „ალფა“ | პიტერ მარკლი | ჯეფრი ბელი | 28 მარტი, 1999 | 6ABX16 | 17.67[2] |
134 | 17 | „ტრევორი“ | რობ ბოუმენი | ჯიმ გატრიჯი და კენ ჰორილივი | 11 აპრილი, 1999 | 6ABX17 | 17.65[2] |
135 | 18 | „სასწაული“ | კიმ მენერსი | ამბავი: ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი ტელედადგმა: კრის კარტერი | 18 აპრილი, 1999 | 6ABX18 | 15.2[2] |
136 | 19 | „არაბუნებრივი“ | დევიდ დუხოვნი | დევიდ დუხოვნი | 25 აპრილი, 1999 | 6ABX20 | 16.88[2] |
137 | 20 | „სამეული“ | ბრაიან სპაისერი | ვინს გილიგანი და ჯონ შიბენი | 2 მაისი, 1999 | 6ABX19 | 12.94[2] |
138 | 21 | „მგზავრობა მინდორზე“ | კიმ მენერსი | ამბავი: ფრენკ სპოტნიცი ტელედადგმა: ჯონ შიბენი და ვინს გილიგანი | 9 მაისი, 1999 | 6ABX21 | 15.38[2] |
139 | 22 | „ბიოგენეზი“ | რობ ბოუმენი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 16 მაისი, 1999 | 6ABX22 | 15.86[2] |