საიდუმლო მასალები (სეზონი 7)
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მეშვიდე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 1999 წლის 7 ნოემბერს გავიდა და დასრულდა 2000 წლის 21 მაისს, 22 ეპიზოდის შემდეგ. ამ სეზონში მოქმედება მიმდინარეობს სინდიკატის განადგურების შემდეგ და, ამრიგად, დასრულებულია სხვა სიუჟეტური ხაზებიც. ფოქს მალდერი (დევიდ დუხოვნი) შეიტყობს დის, სამანთას ნამდვილი ბედისწერის შესახებ. მას აგრეთვე იტაცებენ უცხოპლანეტელები, ხოლო დანა სკალი (ჯილიან ანდერსონი) შეიტყობს, რომ ფეხმძიმედ არის.
საიდუმლო მასალები (სეზონი 7) | |
---|---|
DVD-ის გამოცემა | |
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 22 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 7 ნოემბერი, 1999 | – 21 მაისი, 2000
სანამ სეზონი ეთერში გავიდოდა, დუხოვნიმ უჩივლა Fox-ს და თავდაპირველად აპირებდა სერიალის დატოვებას. შედეგად, ეს იყო უკანასკნელი სეზონი, რომელშიც მალდერი მნიშვნელოვან პერსონაჟს წარმოადგენს (2016 წელს მეათე სეზონის გამოსვლამდე). თუმცა, აგენტი დაბრუნდა როგორც მერვე, ასევე მეცხრე სეზონებში, ნაკლებად აქტიური სახით. პერსონაჟში ასეთი ცვლილებების გამო, ეს იყო უკანასკნელი სეზონი, რომლის ეპიზოდების შესავალი შეიცავდა კადრების ორიგინალურ თანმიმდევრობას.
სეზონის საპრემიერო ეპიზოდი, „მეექვსე ამოხოცვა“, Nielsen-ის რეიტინგებში 10.6 ქულით აღინიშნა. მისი მაყურებლების რაოდენობამ 17.82 მილიონი შეადგინა, რაც მეექვსე სეზონისგან განსხვავდებოდა. 1999–2000 წლების საერთო რეიტინგებში სერიალი მე-12 პოზიციიდან 29-ზე დაეცა. კრიტიკოსებმა იგი არაერთგვაროვნად შეაფასეს. ზოგიერთი მათგანის აზრით, სერიალში კვლავ მოიძებნებოდა კარგი ეპიზოდები, მაგრამ იგი იყო დუხოვნის და ანდერსონის მონაწილეობით სხვა სეზონებთან შედარებით უფრო სუსტი.
ეპიზოდები
რედაქტირებაეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით ( ), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი [1] | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
140 | 1 | „მეექვსე ამოხოცვა“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 7 ნოემბერი, 1999 | 7ABX03 | 17.82[2] |
141 | 2 | „მეექვსე ამოხოცვა II: სიყვარული ბედისადმი“ | მაიკლ უოტკინსი | დევიდ დუხოვნი და კრის კარტერი | 14 ნოემბერი, 1999 | 7ABX04 | 16.15[2] |
142 | 3 | „მშიერი“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი | 21 ნოემბერი, 1999 | 7ABX01 | 16.17[2] |
143 | 4 | „ათასწლეული“ | ტომას უ. რაიტი | ვინს გილიგანი და ფრენკ სპოტნიცი | 28 ნოემბერი, 1999 | 7ABX05 | 15.09[2] |
144 | 5 | „ზეწოლა“ | რობერტ ლიბერმანი | დევიდ ამანი | 5 დეკემბერი, 1999 | 7ABX06 | 12.71[2] |
145 | 6 | „გოლდბერგის ვარიანტი“ | ტომას უ. რაიტი | ჯეფრი ბელი | 12 დეკემბერი, 1999 | 7ABX02 | 14.49[2] |
146 | 7 | „ორისონი“ | რობ ბოუმენი | ჩიპ იოჰანსენი | 9 იანვარი, 2000 | 7ABX07 | 15.63[2] |
147 | 8 | „საოცარი მალინი“ | ტომას უ. რაიტი | ვინს გილიგანი, ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 16 იანვარი, 2000 | 7ABX08 | 16.18[2] |
148 | 9 | „ნიშნები და სასწაულები“ | კიმ მენერსი | ჯეფრი ბელი | 23 იანვარი, 2000 | 7ABX09 | 13.86[2] |
149 | 10 | „წარმოშობა და დრო“ | მაიკლ უოტკინსი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 6 თებერვალი, 2000 | 7ABX10 | 13.95[2] |
150 | 11 | „დახურვა“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 13 თებერვალი, 2000 | 7ABX11 | 15.35[2] |
151 | 12 | „X-პოლიციელები“ | მაიკლ უოტკინსი | ვინს გილიგანი | 20 თებერვალი, 2000 | 7ABX12 | 16.56[2] |
152 | 13 | „პირველი პირის მსროლელი“ | კრის კარტერი | უილიამ გიბსონი და ტომ მედოქსი | 27 თებერვალი, 2000 | 7ABX13 | 15.31[2] |
153 | 14 | „ქურდი“ | კიმ მენერსი | ვინს გილიგანი, ჯონ შიბენი და ფრენკ სპოტნიცი | 12 მარტი, 2000 | 7ABX14 | 11.91[2] |
154 | 15 | „მეგობრულად“ | რობ ბოუმენი | უილიამ ბ. დეივისი | 19 მარტი, 2000 | 7ABX15 | 11.99[2] |
155 | 16 | „ქიმერა“ | კლიბ ბოლი | დევიდ ამანი | 2 აპრილი, 2000 | 7ABX16 | 12.89[2] |
156 | 17 | „ყველაფერი“ | ჯილიან ანდერსონი | ჯილიან ანდერსონი | 9 აპრილი, 2000 | 7ABX17 | 12.18[2] |
157 | 18 | „ნიშანი X“ | კიმ მენერსი | სტივენ მეიდა და გრეგ უოკერი | 16 აპრილი, 2000 | 7ABX19 | 10.81[2] |
158 | 19 | „ჩ.დ. ჰოლივუდი“ | დევიდ დუხოვნი | დევიდ დუხოვნი | 30 აპრილი, 2000 | 7ABX18 | 12.88[2] |
159 | 20 | „საბრძოლო კლუბი“ | პოლ შაპირო | კრის კარტერი | 7 მაისი, 2000 | 7ABX20 | 11.70[2] |
160 | 21 | „მე მსურს“ | ვინს გილიგანი | ვინს გილიგანი | 14 მაისი, 2000 | 7ABX21 | 12.79[2] |
161 | 22 | „რეკვიემი“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 21 მაისი, 2000 | 7ABX22 | 15.26[2] |