საიდუმლო მასალები (სეზონი 8)
სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მერვე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 2000 წლის 5 ნოემბერს გავიდა და დასრულდა 2001 წლის 20 ნოემბერს, 22 ეპიზოდის შემდეგ. ამ სეზონში მოქმედება მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ფოქს მალდერი (დევიდ დუხოვნი) გატაცებულია უცხოპლანეტელების მიერ. მისი ძიება მიმდინარეობს სეზონის მეორე ნახევრამდე, შემდეგ კი ჩნდება ახალი სიუჟეტური ხაზი დანა სკალის (ჯილიან ანდერსონი) ფეხმძიმობის შესახებ. აღნიშნული ხაზი გაგრძელდა და დასრულდა მეცხრე სეზონში. თავად სეზონის მთავარი თემებია სიცოცხლე, სიკვდილი და რწმენა.
საიდუმლო მასალები (სეზონი 8) | |
---|---|
DVD-ის გამოცემა | |
მონაწილეობენ | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 21 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Fox |
ეთერში | 5 ნოემბერი, 2000 | – 20 მაისი, 2001
ამ სეზონში დუხოვნი მალდერს მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით განასახიერებდა და ჩნდებოდა მხოლოდ ეპიზოდების ნახევარში. წინა პლანზე წამოიწია რობერტ პატრიკის მიერ განსახიერებულმა ჯონ დოგეტმა, ხოლო მისი თანაშემწე იყო მონიკა რეისი, ანაბეთ გიშის შესრულებით. იგივე პერსონაჟი მეცხრე სეზონში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა. მსახიობთა გუნდის ცვლილებების გარდა, სიახლე იყო ეპიზოდების ტრადიციულ შესავალშიც, რომელიც მანამდე, პირველი სეზონიდან მოყოლებული, ყოველთვის ერთი და იგივე იყო.
მერვე სეზონი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა მოყვარულების ძირითადი ნაწილი უკმაყოფილო იყო დუხოვნის მცირე როლით და იმით, რომ პატრიკი ანდერსონის ძირითადი თანაშემწე გახდა. თავდაპირველად სეზონის რეიტინგები მაღალი იყო, მაგრამ ყოველი ეპიზოდის მაყურებლების რაოდენობა საბოლოოდ დაახლოებით 13.53 მილიონამდე დაეცა (წინა სეზონის 14.2 მილიონისგან განსხვავებით). ამავე დროს სცენარისტმა კრის კარტერმა და მისმა გუნდმა შექმნეს სერიალი-განშტოება „მარტოხელა მონადირეები“.
ეპიზოდები
რედაქტირებაეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით ( ), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი [1] | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
162 | 1 | „შიგნიდან“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 5 ნოემბერი, 2000 | 8ABX01 | 15.87[2] |
163 | 2 | „გარედან“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 12 ნოემბერი, 2000 | 8ABX02 | 15.1[3] |
164 | 3 | „მოთმინება“ | კრის კარტერი | კრის კარტერი | 19 ნოემბერი, 2000 | 8ABX04 | 13.3[3] |
165 | 4 | „გუგულები“ | როდ ჰარდი | ვინს გილიგანი | 26 ნოემბერი, 2000 | 8ABX05 | 13.6[3] |
166 | 5 | „შელოცვა“ | რიჩარდ კომპტონი | დევიდ ამანი | 3 დეკემბერი, 2000 | 8ABX06 | 13.9[3] |
167 | 6 | „მკვლელობა“ | პიტერ მარკლი | ამბავი: სტივენ მეიდა და დენიელ არკინი ტელედადგმა: სტივენ მეიდა | 10 დეკემბერი, 2000 | 8ABX03 | 13.2[3] |
168 | 7 | „უარყოფით“ | ტონი უორმბი | ფრენკ სპოტნიცი | 17 დეკემბერი, 2000 | 8ABX07 | 12.37[4] |
169 | 8 | „საკონტროლო გასროლა“ | ტერენს ო'ჰარა | გრეგ უოკერი | 7 იანვარი, 2001 | 8ABX09 | 13.3[3] |
170 | 9 | „გადარჩენა“ | როდ ჰარდი | ჯეფრი ბელი | 14 იანვარი, 2001 | 8ABX10 | 11.7[3] |
171 | 10 | „სამაგიერო“ | ტონი უორმბი | ჯონ შიბენი | 21 იანვარი, 2001 | 8ABX12 | 11.8[5] |
172 | 11 | „ძღვენი“ | კიმ მენერსი | ფრენკ სპოტნიცი | 4 თებერვალი, 2001 | 8ABX11 | 14.6[6] |
173 | 12 | „მედუზა“ | რიჩარდ კომპტონი | ფრენკ სპოტნიცი | 11 თებერვალი, 2001 | 8ABX13 | 13.8[3] |
174 | 13 | „ხელით“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 18 თებერვალი, 2001 | 8ABX08 | 16.0[7] |
175 | 14 | „შეუძლებელია“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 25 თებერვალი, 2001 | 8ABX14 | 16.9[8] |
176 | 15 | „ცოცხალი მკვდარი“ | ტონი უორმბი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 1 აპრილი, 2001 | 8ABX15 | 12.4[9] |
177 | 16 | „სამი სიტყვა“ | ტონი უორმბი | კრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცი | 8 აპრილი, 2001 | 8ABX18 | N/A |
178 | 17 | „ემპედოკლე“ | ბარი კ. თომასი | გრეგ უოკერი | 22 აპრილი, 2001 | 8ABX17 | 12.46[10] |
179 | 18 | „ისინი მოდიან“ | როდ ჰარდი | სტივენ მეიდა | 29 აპრილი, 2001 | 8ABX16 | 11.8[3] |
180 | 19 | „ეული“ | ფრენკ სპოტნიცი | ფრენკ სპოტნიცი | 6 მაისი, 2001 | 8ABX19 | 12.7[3] |
181 | 20 | „არსი“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 13 მაისი, 2001 | 8ABX20 | 12.8[3] |
182 | 21 | „არსებობა“ | კიმ მენერსი | კრის კარტერი | 20 მაისი, 2001 | 8ABX21 | 14.00[11] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The X-Files: The Complete Eighth Season (ბუკლეტი). კიმ მენერსი, სხვები. Fox.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
- ↑ „Campaign ad sales outstrip last election's – Election 2000: Media“. The Atlanta Journal-Constitution. ნოემბერი 8, 2000. p. E20.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 კანტონი, მეჯ. The X-Files – Series – Episode List – Season 8. TV Tango. ციტირების თარიღი: თებერვალი 24, 2013.
- ↑ კისელი, რიკ (დეკემბერი 20, 2000). „'Sound' is music to NBC's ears“. Variety. ციტირების თარიღი: ნოემბერი 29, 2012.
- ↑ კისელი, რიკ (იანვარი 23, 2001). „Peacock mines gold in Globes' Nielsens“. Variety. ციტირების თარიღი: ნოემბერი 29, 2012.
- ↑ 'Outback' in Business. Entertainment Weekly (თებერვალი 16, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: ნოემბერი 26, 2012.
- ↑ პეტროზელო, დონა (თებერვალი 20, 2001). „Blaine Dangles a Preview“. Daily News. ციტირების თარიღი: ნოემბერი 29, 2012.
- ↑ სეპინუოლი, ალან; Seitz, Zoller (მარტი 1, 2001). „Blame it on Cable“. The Star-Ledger. ციტირების თარიღი: სექტემბერი 19, 2012.
- ↑ „The List“. BtoB Magazine. Crain Communications. აპრილი 30, 2001. ციტირების თარიღი: ნოემბერი 26, 2012.
- ↑ „TV Ratings Report“. The Dallas Morning News. 26 აპრილი, 2001. p. 8C. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Associated Press (მაისი 2001). „Season finales lift NBC to No. 1“. The Cincinnati Post: 3C.