მირიამ მიმი როჯერსი(დ. 27 იანვარი, 1956) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და პროფესიონალი პოკერის მოთამაშე. გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „Gung Ho“(1986), „ვიღაც მათვალიერებს“(1987), „სასოწარკვეთილი საათები“(1990), „The Rapture“(1991), „Reflections on a Crime“(1994), „სარკეს ორი სახე აქვს“(1996), „Austin Powers: International Man of Mystery“(1997), „კოსმოსში დაკარგულები“(1998), „ჯინჯერი გაცოფდა“(2000), „კარი სარდაფში“(2004), „თუ გინდა კარგი დრო გაატარო, დამირეკე“(2012). გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო შოუსა და ფილმში, მათ შორისაა: „ქაღალდის თოჯინები“(1984), „Weapons of Mass Distraction“(1997), „მარყუჟი“(2006-2007), „2.5 მამაკაცი“(2011-2015), „უილფრედი“(2014), „შეშლილები“(2015), „ბოში“(2014-დღემდე).

მიმი როჯერსი

როჯერსი ფილმ „დედამიწის“ პრემირაზე, 2007 წელს
დაიბადამირიამ სპიკლერი
27 იანვარი, 1956 (1956-01-27) (68 წლის)
ფლორიდა, აშშ
ეროვნებააშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, პოკერის მოთამაშე
შვილები 2

პირველი განქორწინების შემდეგ, იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად. 9 თვის განმავლობაში, მსახიობობას, მილტონ კეტსელთან ერთად სწავლობდა. მისი ადრინდელი როლები სატელევიზიო სერიალებს მოიცავს, მათ შორისაა: „გორაკის ქუჩა ბლუზი“(1981), „პირადი დეტექტივი“(1982), „Hart to Hart“(1983). 1982 წელს, როჯერსი გადაღებული იქნა ფილმ „Hear No Evil“-ში, როგორც მეგი. 1983-84 წლებს შორის, იგი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო სერიალ, „რაუსტერებში“, და „ქაღალდის თოჯინებში“. 1986 წელს, ამერიკულ კომედიურ დრამა ფილმში, მიშელ კიტონთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

ადრინდელი ცხოვრება რედაქტირება

როჯერსი 1956 წლის 27 იანვარს ფლორიდაში დაიბადა. არის ინჟინერ[1] ფილიპ სპიქლერისა და მოცეკვავეს, კეტი ტალენტის ქალიშვილი. მამამისი ებრაელი იყო.

ლოს-ანჯელესში გადასვლამდე, ოჯახი ცხოვრობდა ვირჯინიაში, არიზონაში, მიჩიგანის შტატში, და ინგლისში. მან საშუალო განათლება 14[1] წლის ასაკში მიიღო. როჯერსი კალიფორნიაში მუშაობდა, ერთ-ერთ საავადმყოფოში იგი ინვალიდ პაციენტებს ეხმარებოდა.

სამსახიობო კარიერის დასაწყიში როჯერსი და ამერიკელი მსახიობი ქრისტი ელი ერთად ცხოვრობდნენ[2].

პერსონალური ცხოვრება რედაქტირება

როჯერსმა სამჯერ იქორწინა. იგი ჯეიმზ როჯერსზე 1976 წელს დაქორწინდა, 1980 წელს კი წყვილი განქორწინდა, მიმი დღესაც მის გვარს ატარებს. 1987 წლის 9 მაისს როჯერსი ტომ კრუიზზე დაქორწინდა, ნიუ-იორკში, თუმცა 1987 წელს დაშორდნენ, ხოლო 1990[3] წელს საბოლოოდ განქორწინდნენ. 1990 წლის იანვარში, წყვილმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქორწინებასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური ასპექტები არსებობდა, იყო რამდენიმე საკითხი, რომელთა მოგვარებაც კი ვერ მოხერხდა მათზე მუშაობის პერიოდის შემდეგაც კი."[4] It was Rogers who introduced Cruise to Scientology.[5]

1990 წელს როჯერსმა კრის სიაფასთან ერთად დაიწყო ცხოვრება, წყვილი 2003 წელს დაქორწინდა, მათ მოგვიანებით ორი შვილი ეყოლათ[6] .

როჯერსს დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საარჩევნო კამპანიებში, დემოკრატიული პარტიისათვის.[7][8]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Tuber, Keith."Mimi Rogers is Ready to Take Center Stage", [interview], Orange Coast. August 1990. p. 78.
  2. Kirstie Allie : Snapshot დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. People Magazine. Retrieved August 9, 2012
  3. Neumaier, Joe (August 10, 2004). „Cruise Unshaken by His Role As Hit Man – Actor Says Killer Won't Sink His Good-Guy Image“. South Florida Sun-Sentinel. p. 1E.
  4. „People: Mimi Rogers“. Los Angeles Times. January 17, 1990.
  5. „Cruise lobbies over Scientology“. BBC News.
  6. Poker Mimi Rogers. ციტირების თარიღი: July 24, 2012.
  7. Mimi Rogers (celebrity political donations) დაარქივებული September 22, 2012, საიტზე Wayback Machine. , NewsMeat.com; retrieved August 9, 2012
  8. "California Is Top Source of Federal Political Funds" დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. , Los Angeles Times, January 19, 1999.