ტეა ლეონი (ინგლ. Téa Leoni დ. 25 თებერვალი, 1966) — ამერიკელი მსახიობი. სხვადასხვა დროს როლები შეასრულა ფილმებში: „იურული პარკი III“ (2001), „მეოჯახე“ (2000), „უფსკრულთან შეჯახება“ (1998), „დიკის და ჯეინის გართობა“ (2005), „არ გააღვიძოთ მძინარე ძაღლი“ (1996), „ესპანური ინგლისური“ (2004), „ცუდი ბიჭები“ (1995), „მოჩვენებათა ქალაქი“ (2008) „როგორ მოვიპარო ცათამბჯენი“ (2011).

ტეა ლეონი

ტეა ლეონი 2007 წლის ივნისში
დაბადების სახელი ელიზაბეთ ტეა პანტალეონი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1966
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1989-დღემდე
მეუღლე(ები) ნილ ჯოზეფ ტარდიო უმცროსი (1991-1995)
დევიდ დუხოვნი (1997-2014)

ბიოგრაფია რედაქტირება

ტეა ლეონი დაიბადა ნიუ-იორკში, დედამისის — პროფესიით დიეტოლოგის, ემილი ენისა და მამამისის — იურისტის, ენთონი პანტალეონის ოჯახში. ლეონის პაპა მამის მხრიდან იყო იტალიური და ინგლისური წარმოშობის, ხოლო ბებია მამის მხრიდან, პოლონელ-ამერიკელი მსახიობი ჰელენკა პანტალეონი. ლეონის მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალ „სანტა-ბარბარაში“. მისი პირველი მეუღლე იყო ნილ ჯოზეფ ტარდიო. 1997-2014 წლებში ქორწინებაში იმყოფებოდა დევიდ დუხოვნისთან.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1989 სანტა-ბარბარა Santa Barbara ლიზა დინაპოლი
1992 მათი საკუთარი ლიგა A League of Their Own პირველი ბაზის მორბენალი
1995 ცუდი ბიჭები Bad Boys ჯული მოტი
1995-1998 შიშველი სიმართლე The Naked Truth ნორა ვაილდი
1996 არ გააღვიძოთ მძინარე ძაღლი Flirting with Disaster ტინა კალბი
1998 უფსკრულთან შეჯახება Deep Impact ჯენი ლერნერი
2000 მეოჯახე The Family Man კეიტ რეინოლდსი
2000 საიდუმლო მასალები The X-Files საკუთარი თავი
2001 იურული პარკი III Jurassic Park III ამანდა კირბი
2004 ესპანური ინგლისური Spanglish დებორა კლასკი
2005 დიკის და ჯეინის გართობა Fun with Dick and Jane ჯეინ ჰარპერი
2008 მოჩვენებათა ქალაქი Ghost Town გვენი
2011 როგორ მოვიპარო ცათამბჯენი Tower Heist კლერ დენჰემი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება