ევა ხუტუნაშვილი

ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987)

ევა ხუტუნაშვილი (დ. 2 ნოემბერი, 1949, ბაისუბანი, ლაგოდეხის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987); სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ნ. ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ევა ხუტუნაშვილი
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1949 (1949-11-02) (75 წლის)
ბაისუბანი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევა ხუტუნაშვილი 1949 წლის 2 ნოემბერს დაიბადა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში.

1972 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. სცენაზე 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მათ შორის: მაგდა (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“), გრაფინია (ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“, რეჟ. გ. სიხარულიძე), ქალბატონი ჩიტუნია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“, რეჟ. გ. სიხარულიძე), ელეონორა (ივ. ჟამიაკი „ბატონი ამილკარი“, რეჟ. ე. ეგაძე), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), პირველი კუდიანი (უილიამ შექსპირის „მაკბეტი“, რეჟ. ი. ხუციშვილი), ქალი (დონალდ ლი კობურნის „ჯინი“, რეჟ. კ. აბაშიძე), დედოფალი დარეჯანი (ჯაბა იოსელიანის „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ რეჟ. გ. კაპანაძე), ექთანი სარა („უსასრულობის ათვლა იწყება…“ რეჟ. გ. სიხარულიძე) და სხვა.

2009 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ გაიხსნა ევა ხუტუნაშვილის ვარსკვლავი.[1]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება