მეგი წულუკიძე
მეგი სიმონის ასული წულუკიძე (დ. 1 იანვარი, 1921, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 1993, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1966). რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.
მეგი წულუკიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | მეგი წულუკიძე |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1921 |
გარდაცვალების თარიღი |
6 ნოემბერი, 1993 (72 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1938 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. 1939–1941 წლებში ცხოვრობდა ხაბაროვსკში და აქვე სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში. 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948–1949 წლებში ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.
1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი ფილმი იყო „ქართული ბალეტის ოსტატები“. მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ეთერის სიმღერა“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე ვიტყვი სიმართლეს“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“, „გაქცევა განთიადისას“, „ჭიაკოკონა“ და სხვები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1955: „ქართული ბალეტის ოსტატები“ (სეფე ქალი) რეჟისორები შოთა მანაგაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი
- 1956: „ეთერის სიმღერა“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1958: „ფატიმა“ (ზარეთა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „ყვავილი თოვლზე“ (პროფესორის მეუღლე) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1959:„დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ექიმი მარია) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1960: „პაპა გიგია“ (ნინო მასწავლებელი) რეჟ. ზაქარია გუდავაძე
- 1961: „ჭიაკოკონა“ (კესარია) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1963: „პალიასტომი“ (თავადი ქალი ქეთევანი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1966: „შეხვედრა წარსულთან“ (დარინე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1966: „აბესალომ და ეთერი“ (დედოფალი ნათელა) რეჟ. ლეო ესაკია
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (მედეა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1970: „სერამიდას ბაღები“ (მაგდა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1971: „გელა“ (გელას დედა) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1972: „მხიარული რომანი“ (კატო) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (ნატო) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1979: „კაცია ადამიანი?!“ (ხორეშანი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1986: „ახალი არკადია“ (გიას დედა) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1986: „ორომტრიალი“ (მათიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 406, თბ., 1994