ალყა (ფილმი)
ალყა — 1990 წლის ქართული ფილმი.
„ალყა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ომარ გვასალია |
სცენარის ავტორი | ომარ გვასალია |
კომპოზიტორი | თეიმურაზ ბაკურაძე |
ოპერატორი |
ვადიმ ალისოვი, გურამ საძაგლიშვილი |
მხატვარი |
ზურაბ ნიჟარაძე, ნიკოლოზ ზანდუკელი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1990 |
ხანგრძლივობა | 90 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი საქართველოს ისტორიის იმ შავბნელ პერიოდს ასახავს, მაჰმადიანი ურდოებით ალყაშემორტყმული ქვეყანა ფიზიკური განადგურების წინაშე რომ იდგა. საბედისწერო ბრძოლაში ერის განათლებული ნაწილის მიზნად იქცა ახალგაზრდა თაობის მტრის გარემოცვიდან გაპარება, რომელნიც თან წარიტანდნენ და მომავალს შეუნარჩუნებდნენ საუკუნეთა მანძილზე მოპოვებულ სულიერ საგანძურს.[1]