ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე (დ. 4 დეკემბერი, 1928, თბილისი, საქართველო — გ. 25 ივნისი, 2021) — ქართველი მხატვარი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1979). ღირსების ორდენის კავალერი (2005)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ ნიჟარაძემ 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი. მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას საქართველოს რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის საკავშირო გამოფენებში, იფინებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მხატვრებთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.[1] ზურაბ ნიჟარაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.[2]

2011 წელს რეჟისორმა ოლიკო ჟღენტმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც მოთხრობილია ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.[3]

გარდაიცვალა 2021 წლის 25 ივნისს.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 257.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა. Artinfo.ge (4 დეკემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2018.
  2. ზურაბ ნიჟარაძე
  3. ზურაბ ნიჟარაძეეროვნული ფილმოგრაფია
  4. ვარადაშვილი, მარიამ (25 ივნისი, 2021). „მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)