თეიმურაზ ბუტიკაშვილი
თეიმურაზ ბუტიკაშვილი (დ. 29 აგვისტო, 1961) — ქართველი რეჟისორი.
თეიმურაზ ბუტიკაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 აგვისტო, 1961 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | რეჟისორი |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1961 წლის 29 აგვისტოს თბილისში. 1979–1981 წლებში სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. 1983–1988 წლებში კიევის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე – კინო–ტელე რეჟისურის სპეციალობით. 1978–1979 წლებში მოღვაწეობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში — რეკვიზიტორად, მხატვარ–დეკორატორის ასისტენტად. 1990 წლიდან სტუდია „ქართული ტელეფილმის“ რეჟისორია, 1997 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ინსტიტუტის აუდიო–ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრაზე შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1996).
ფილმოგრაფიარედაქტირება
რეჟისორული ნამუშევრებირედაქტირება
- 1990: „სტუმარი (სირცხვილი)“
- 1992: კერპი
- 1996: რა გაცინებს?!
- 1997: პროფესია კინორეჟისორი (დოკუმენტური)
- 2007: ჩამოფასებულები
პროდიუსერია ფილმისრედაქტირება
- 2007: „ჩამოფასებულები“
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ქართული ფილმების ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.