ლევან ზაქარეიშვილი
ლევან ზაქარეიშვილი (დ. 17 მაისი, 1953, თბილისი — გ. 22 აგვისტო, 2006) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს; შემდეგ სწავლობდა მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის კინოსარეჟისორო და სასცენარო კურსებზე, რომელიც 1985 წელს დაასრულა.
1976–1977 წწ. მუშაობდა საქპროექტში გეოლოგად; 1977–1980 წწ. მშენებლობაზე ინჟინრად; 1980–1982 წწ. გორკის სახელობის კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად; 1985 წლიდან — კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, დამდგმელ რეჟისორად.
ლევან ზაქარეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფილმზე „თბილისი-თბილისი“. კინოსტუდიის განადგურების გამო, გადაღებული მასალა დაიკარგა და რეჟისორს თავიდან მოუწია გადაღება. გადაღებული აუხმოვანებელი მასალა ნახა ფრანგმა კინოკრიტიკოსმა პიერ-ანრი დელომ, რომელმაც პირადად სთხოვა ზურაბ ჟვანიას, რომ დაინტერესებულიყო ფილმის ბედით. საბოლოოდ, ფილმის დასრულება მოხერხდა რეჟისორის, მისი მეგობრების, ეროვნული კინოცენტრის და ბადრი პატარკაციშვილის ფინანსებით.[1] ფილმი წარდგენილი იყო „ოსკარზე“, საუკეთესო უცხოური ფილმისათვის,[2] მიიღო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია. იგი რეჟისორისათვის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.
იყო რუსეთისა და ევროპის კინოხელოვნების აკადემიების წევრი.
ჯილდოები
რედაქტირება- 1984 — ობერჰაუზენის კინოფესტივალის პრემია, ფილმისათვის „მამა“[2]
- 2005 — პრემია „კინოშოკი“ — საუკეთესო რეჟისურისათვის, კინოკრიტიკოსთა და კინორეჟისორთა გილდიის პრემია „სპილო“ და საერთაშორისო კინოპრესის პრემია — საუკეთესო ფილმისათვის: ფილმი „თბილისი-თბილისი“[3]
- 2006 — პრემია „ნიკა“ დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმისთვის, ვისბადენის კინოფესტივალის პრემია „ოქროს შროშანი“: ფილმი „თბილისი-თბილისი“[4]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სათაური | რეჟისორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი |
---|---|---|---|---|
1984 | მამა | დიახ | დიახ | |
1985 | ნისლი | დიახ | დიახ | |
1986 | თემო | დიახ | დიახ | |
1992 | ისინი | დიახ | დიახ | |
2005 | თბილისი-თბილისი | დიახ | დიახ | დიახ |
ჩვენებები
რედაქტირებაფილმები „ისინი“ და „თბილისი-თბილისი“ კონკურსგარეშე პროგრამაში აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1992 და 2005 წლებში.[1][2]
2023 წელს ლევან ზაქარეიშვილის ფილმებით „თბილისი-თბილისი“ და „მამა“ გაიხსნა ეროვნული კინოცენტრის მოწყობილი რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“.[5]
რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.radiotavisupleba.ge/a/1541247.html
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Умер грузинский кинорежиссер Леван Закарейшвили.
- ↑ Два главных приза фестиваля „Киношок“ достались грузинским картинам
- ↑ Tbilisi-Tbilisi awards. IMDb.
- ↑ თანამედროვე ქართული კინო