ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე“ (ძვ. ინგლ. The Tragicall Historie of Hamlet, Prince of Denmarke) — უილიამ შექსპირის ტრაგედია. პიესა დაწერილია დაახ. 1599-1601 წლებში.

პიესის თავფურცელი

სიუჟეტირედაქტირება

მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს უფლისწული ჰამლეტის შურისძიებას ბიძამისზე, ამ უკანასკნელის მიერ მეფის, ჰამლეტის მამის, მკვლელობის გამო. ჰამლეტის ბიძა ტახტზე ადის და თან ჰყავს ჰამლეტის დედა, გარდაცვლილი მეფის ქვრივი, როგორც საკუთარი მეუღლე. ეს შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა, მასში 4042 ტაეპი და 29551 სიტყვაა. ეს ასევე ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ტრაგედიაა ინგლისურ ენაზე.

მიუხედავად მრავალწლიანი სალიტერატურო კვლევისა, პიესის დაწერის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. პირველად „ჰამლეტი“ აღნუსხა ჯეიმზ რობერტსმა 1602 წლის 26 ივნისს, მანვე გამოსცა იგი 1604 წელს. დღემდე მოღწეულია პიესის სამი ადრეული ვერსია, ცნობილი როგორც პირველი ქვარტო (Q1), ანუ როგორც სპეციალურ ლიტერატურაში უწოდებენ „უხეირო ქვატრო“. სავარაუდოდ ეს ტექსტი დაიბეჭდა მსახიობების მიერ დაზეპირებული როლების საფუძველზე. 1604-05 წლებში გამოქვეყნდა მეორე ქვატრო (Q2), რომელიც ყველაზე სანდო და სრულყოფილ ტექსტად არის აღიარებული. „პირველი ფოლიო“ (F1) 1623 წელს დაისტამბა. თითოეულ მათგანში არის ტაეპები და სცენებიც კი, რომლებიც დანარჩენში გამოტოვებულია. შექსპირს სავარაუდოდ გამოყენებული აქვს ინდოევროპული ლეგენდა, შემონახული XIII საუკუნის ქორონიკოსის მიერ, ხოლო მოგვიანებით გადმოცემული XVI საუკუნის მკვლევარის მიერ, და დაკარგული ელისაბედის ხანის პიესა, ცნობილი დღეს, როგორც Ur-Hamlet. საქსო გრამატიკუსი საკუთარ „Gesta Danorum“-ში დაახ. 1200 წელს ჰყვება ძველ დანიურ ლეგენდას პრინც ამლეთზე, რომელშიც თითქმის ზუსტად იგივე სიუჟეტია.

პერსონაჟებირედაქტირება

  • ჰამლეტი – დანიის უკანასკნელი მეფის ვაჟი და ამჟამინდელი მეფის, კლავდიუსის, ძმისშვილი
  • კლავდიუსი – დანიის მეფე, ჰამლეტის ბიძა
  • გერტრუდა – დანიის დედოფალი და ჰამლეტის დედა
  • პოლონიუსი – მეფის მთავარი მრჩეველი
  • ოფელია – პოლონიუსის ქალიშვილი
  • ჰორაციო – ჰამლეტის მეგობარი
  • ლაერტი – პოლონიუსის ვაჟი
  • როზენკრანცი და გილდენშტერნი – კარისკაცები, ჰამლეტის მეგობრები
  • მოჩვენება – ჰამლეტის მამის მოჩვენება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: