ჟანრი ლოლაშვილი

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოლაშვილი.

ჟანრი ლოლაშვილი (დ. 22 აპრილი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი.

ჟანრი ლოლაშვილი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1942 (1942-04-22) (82 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი,მხატვარი
აქტიური 1966-დან

1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. 1958–1961 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961–1963 წლებში კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი, ხოლო 1963–1964 ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: გრენგოლი ( „გუშინდელნი“ ), მწერალი („ყვარყვარე“), მერკუციო („რომეო და ჯულიეტა“), მთხრობელი („კავკასიური ცარცის წრე“), ავშაროვი („ქალის ტვირთი“), მასხარა („ლირი“), ლუარსაბი („კაცია-ადამიანი?!“). ჟანრი ლოლაშვილს ასევე შესრულებული აქვს კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი („ნუცა“), ედისონი („მოხეტიალე რაინდები“), მხატვარი („მწვანე მდელო“), იონა („გზა შინისკანენ“), ნაპოლეონი („ბაგრატიონი“), ფოტორეპორტიორი („რამდენიმე ინტერვიუი პირად საკითხებზე“), ხოსე („ფაქიზად საყვარელი დეტექტივი“), მმართველი („გაქცევა ქვეყნის დასალიერში“), მამა („მიახლოვება“), ხოსე-გარსია („დონ-კიხოტი“), ხიუზი („ჩემი ინგლისელი პაპა“), ძმა („ვინ ამიყვანს იალბუზზე“), ილია ილიას ძე („სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“), ყადი („სიბრძნე-სიცრუისა“), მამა („საფეხურები“), ქურდი („საბედისწერო გასროლა“), და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ტელესერიალები

რედაქტირება

სატელევიზიო სპექტაკლები

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)