ქალის ტვირთი
ქალის ტვირთი — ქართველი რეალისტი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის უკანასკნელი,რიგით მეექვსე, 1936 წლის რომანი.
„ქალის ტვირთი“ | |
---|---|
| |
ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი სოცრეალიზმი |
გამოცემის თარიღი | 1936 |
გვერდი | 300 |
რომანის შესახებ
რედაქტირებაქალის ტვირთი მიხეილ ჯავახიშვილმა 1936 წელს დაწერა. ნაწარმოები ახალგაზრდა ქეთევან ახატნელის ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს, რომელიც თავად-აზნაურთა კლასიდან წარმომავლობის მიუხედავად, იდეურად პროლეტარიატს ემხრობა, თუმცა, საბოლოოდ, იქ მისი ადგილი არ აღმოჩნდება. რომანში პერსონაჟებად ისტორიული პიროვნებები არიან გამოყვანილი და მოხსენიებული: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ნიკოლაძე, ახალგაზრდა სტალინი.
რომანის სიუჟეტი და სტრუქტურა
რედაქტირებანაწარმოები იწყება მთავარი გმირის, ქეთევან ახტანელის, დაბადების დღით.ის თავის სახლში დამალავს რევოლუციონერ ზურაბ გურგენიძეს, მეტსახელად "ჯიქს".ამ დღიდან ქეთო ფიქრობს, შეუერთდეს მათ გუნდს, ერთობას, თუმცა იქიდან გამომდინარე,რომ ქეთო სხვა წრის ადამიანია, მათში სრულ ნდობას ვერ იმსახურებს.ის პროლეტარიატს ემხრობა და ყველანაირად ცდილობს გახდეს ერთობის წევრი, რათა ვალი მოიხადოს ქვეყნის წინაშე.
მის ოჯახში სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.ანდრო და მარიამი, მისი მშობლები, აზნაურები არიან, ასევე მისი ძმა ილიკოც(ილია ჭავჭავაძის ნათლული).აკაკი ნაწარმოების განმავლობაში გაურკვეველ პიროვნებად რჩება(აკაკი წერეთლის ნათლული) ,ხოლო ნიკო პროლეტარიატს ემხრობა და უარს ამბობს სახლ-კარზე, რათა ნამდვილ ერთობის წევრად იქცეს(ნიკო ნიკოლაძის ნათლული).
ქეთოს შეუყვარდება ზურაბი და ეს უფრო მეტად იზიდავს ერთობისკენ.ის ივდითის როლსაც კი საკუთარ თავზე იღებს და არტემ ავშაროვს მიჰყვება ცოლად.მიუხედავად ზურაბისა და მართას სიყვარულისა, ზურაბი სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს ქეთოსთან და სწორედ ეს უბიძგებს ივდითობისკენ.ზურაბს ნაწარმოების ერთ მონაკვეთში ქეთო მართლაც უყვარს, მაგრამ მისთვის სულიერ მეგობრად მართა რჩება, რომელმაც იცოდა მისი ბავშვობის მეგობრისა და სატრფოს ურთიერთობაზე,თუმცა არაფერი შეიმჩნია.ზურაბი თავის მეგობრებთან ერთად ხსნის საიდუმლო სტამბას, სადაც იბეჭდება პროკლამაციები,რომლებიც აკრძალულია.ქეთო რამდენჯერმე მივა მის სანახავად.რევოლუციის დროებითი გამარჯვების შემდეგ გამოდის ოქტომბრის მანიფესტი, რომელიც თავისუფლებას ანიჭებს ხალხს, თუმცა ცოტა ხანში მის დასაცავად ერთობის ძალას სისხლისღვრა უწევს და რკინიგზის დასაცავად ჩასაფრებულ ადამიანებს ძილის მორევის გარემო სიკვდილი უახლოვდება და ბევრი სისხლი იღვრება.
ქეთოსთვის არტემმა ჯაშუში დაიქირივა, რომლის წყალობითაც მიაგნეს ერთობის სამალავს და ჯიქი დააპატიმრეს.ამას მოჰყვება მართასა და ზურაბის ქორწილი და ამჯერად დიკაბრისტის ცოლის მძიმე ტვირთს მართა იკიდებს.ქეთოსთვის ივდითობა ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა და ამან ის გაანადგურა.ზურაბისგან ფეხმძიმეს სწორედ სატრფოს წერილი უბიძგებს მტკვარში გადახტომისა და თვითმკვლელობისკენ.მას ,ყველაფრის მიუხედავად, მაინც უყვარს ზურაბი და ერთგულებას ჰპირდება,რომელზეც ის წერილში უარს ეტყვის, რადგან მისი და მართას სიყვარული ძლიერია.ამის შემდეგ არეული ქეთო ყოფილ თაყვანისმცემლებისგან უარყოფას გრძნობს და კლიმიაშვილიც კი კარს მიუხურავს, რაც ბოლო წერტილი აღმოჩნდება მის ცხოვრებაში.მუცლის მოშლაზე ფიქრისას ის გადაწყვეტს თავადაც მოიკლას თავი და აღელვებულ მტკვარში ხტება.
საბოლოოდ, რომანში ნათლადაა ასახული ქალის როლი პოლიტიკაში და მისი უნარი, სიყვარულის გამო ყველაფერი დათმოს.
პერსონაჟები
რედაქტირება- ქეთევან ახატნელი — მთავარი პერსონაჟი.
- ზურაბ გურგენიძე — ქეთოს ნამდვილი სიყვარული, რევოლუციონერი.
- სანდრო კლიმიაშვილი — ჟანდარმი.
- აკაკი ახატნელი — ქეთოს ერთ-ერთი ძმა.
- ილიკო ახატნელი — ქეთოს ერთ-ერთი ძმა.
- ნიკო ახატნელი — ქეთოს ერთ-ერთი ძმა.
- მართა — გურგენიძის საყვარელი ქალი და შემდგომში მეუღლე.
ეკრანიზაცია
რედაქტირება1957 წელს რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა რომანის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი ქალის ტვირთი. ფილმში მთავარ როლებს ლია ელიავა[1] (ქეთო) და იაკობ ტრიპოლსკი (ზურაბი) თამაშობენ. რომანი ასევე დადგმულია რუსთაველის თეატრში. რეჟისორი თემურ ჩხეიძე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომანის რადიო ვერსია დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- რომანი goodreads.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქალის ტვირთი, ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-19. ციტირების თარიღი: 2016-11-26.