ზინაიდა კვერენჩხილაძე
ზინაიდა კვერენჩხილაძე (დ. 25 აგვისტო, 1932, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 2 სექტემბერი, 2011) — ქართველი მსახიობი.
ზინაიდა კვერენჩხილაძე | |
---|---|
ლია სტურუა, ზინაიდა კვერენჩხილაძე და ელგუჯა ამაშუკელი | |
დაბადების სახელი | ზინაიდა კვერენჩხილაძე |
დაბადების თარიღი |
25 აგვისტო, 1932 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 2 სექტემბერი, 2011 (79 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.
1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი–სტუდია „ქვემო ქართლი“ (ამჟამად „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი“). მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის „ჩემი ანტიგონეს“ პუბლიკაციით.
საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1968). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976).[1] აღსანიშნავია როლები: სლავკა („ფილოსოფიის დოქტორი“), ლელა („ბახტრიონი“), ლიზი („წვიმის გამყიდველი“), ტურა („ჭინჭრაქა“), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი“), დედა („მზიანი ღამე“), ანტიგონე („ანტიგონე“), ფედრა („ფედრა“), მედეა („მედეა“), იოკასტე („ოიდიპოს მეფე“), კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა“), ემილი დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება“), პონსია („ვთამაშობთ ჯინს“).
კვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული.
დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერში.[2]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1965: „მიქელა“ (მაია) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1967: „ცისკრის ზარები“ (იერო) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1971: „გათენების წინ“ (არნაოზის დედა) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1974: „ფერმა მთაში“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1977: „ინდი-მინდი (სიმღერები შვილიშვილებისათვის)“ რეჟ. ლერი სიხარულიძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ეფემია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1981: „გზა შინისაკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1984: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (გულქანი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1989: „მიახლოება“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- ბრანისლავ ნუშიჩი „ფილოსოფიის დოქტორი“ (სლავკა)
- ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ (ლელა)
- რიჩარდ ნეშის „წვიმის გამყიდველი“ (ლიზი)
- გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (ტურა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“ (ელიზაბეტ პროქტორი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ (დედა)
- ჟან ანუი „ანტიგონე“ (ანტიგონე) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ჟან რასინი „ფედრა“ (ფედრა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- მედეა „მედეა“
- სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“ (იოკასტე)
- უილიამ შექსპირი „ანტონიოსი და კლეოპატრა“ (კლეოპატრა)
- უილიამ ლიუისი „ამჰერსტის მშვენება“ (ემილი დიკინსონი) რეჟ. რობერტ სტურუა
- დონალდ ლი კობურნი „ვთამაშობთ ჯინს“ (პონსია)
- „სიყვარული თელებქვეშა“ (აბი პატემი)
- ვიქტორ როზოვის „ვახშმის წინ“ (ნინო)
- უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“ (პორცია)
- უილიამ შექსპირი „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (კლეოპატრა)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზინაიდა კვერენჩხილაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ზინა კვერენჩხილაძე
- ზინაიდა კვერენჩხილაძის გარდაცვალების გამო // Information Agency 'PirWeli' დაარქივებული 2021-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ზინაიდა კვერენჩხილაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ზინაიდა კვერენჩხილაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ geocinema.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
- ↑ ზინაიდა კვერენჩხილაძეს დღეს სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ // presagetv