ჟან ბატისტ რასინი (ფრანგ. Jean-Baptiste Racine; დ. 21 დეკემბერი, 1639 — გ. 21 აპრილი, 1699) — XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგი. ავტორი ტრაგედიებისა „ანდრომაქე“, „ბრიტანიკი“, „იფიგენია“.

ჟან რასინი
ფრანგ. Jean Racine
დაბადების თარიღი დეკემბერი, 1639[1]
დაბადების ადგილი ლა-ფერტე-მილონი[2] [1]
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1699(1699-04-21)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [2] [16] [1] [17] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[18] [2]
დასაფლავებულია სენტ-ეტიენ-დიუ-მონი[19]
საქმიანობა დრამატურგი[16] , პოეტი[16] , მთარგმნელი, ლიბრეტისტი, ისტორიკოსი და მწერალი[2] [20]
ენა ლათინური ენა და ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო[1]
ალმა-მატერი სენტ-ლუის ლიცეუმი და Q108740666?
ჟანრი ტრაგედია
Magnum opus Andromaque, Phèdre, Athalie, La Thébaïde, Alexandre le Grand, Les Plaideurs, Britannicus, Bérénice, Bajazet, Mithridate, Iphigénie და Esther
მეუღლე Catherine de Romanet
შვილ(ებ)ი Jean-Baptiste Racine და ლუი რასინი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

რასინი დაიბადა 1639 წლის 21 დეკემბერს გადასახადების ჩინოვნიკის — ჟან რასინის (1615–1643 წწ.) ოჯახში. 1641 წელს მეორე მშობიარობას გადაყვა რასინის დედა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა მამაც და პატარა ჟანი ბებიის ხელში რჩება.

1649 წელს ჟან-ბატისტი აბარებს ბოვეს სკოლაში. 1660 წელს გაიცნობს ჟან ლაფონტენს, მოლიერსა და ბუალოს. 1661 წელს გადადის საცხოვრებლად ბიძასთან.

შემდეგი ორი წელი რასინი დაუახლოვდა სამეფო კარს, მოიპოვა რა ლუი XIV-ის საყვარლის — მადამ დე მონტესპანის მფარველობა.

დრამატურგი გარდაიცვალა 1699 წლის 21 აპრილს. დაკრძალულია პარიზში, სენტ-ეტიენ-დიუ-მონტის ეკლესიის სასაფლაოზე.

შემოქმედება

რედაქტირება

რასინი, როგორც კლასიკური ტრადიციის მემკვიდრე, თემებს იღებდა ისტორიიდან და ანტიკური მითოლოგიიდან. მის დრამებს, როგორც წესი, ნეოკლასიკურ ტრაგედიებს მიაკუთვნებენ, რადგან დაცულია ხუთი მოქმედების წესი და ადგილისა და დროის ერთიანობა.

თავის პიესებში რასინი საშუალოდ 4 000 სიტყვას იყენებდა (შედარებისთვის, შექსპირი 30 000 სიტყვამდე იყენებდა).[21].

  • 1663 — დიდება მუზებს
  • 1664 — თებე, ანუ მოძმე-მტრები
  • 1665 — ალექსანდრე დიდი
  • 1667 — ანდრომაქე
  • 1668 — მოსარჩელენი
  • 1669 — ბრიტანიკი
  • 1670 — ბერენიკე
  • 1672 — ბაიაზეტი
  • 1673 — მითრიდატე
  • 1674 — იფიგენია
  • 1677 — ფედრა
  • 1689 — ესთერი
  • 1691 — ატალია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France Record #120076761 // BnF catalogue généralParis: BnF.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. SNAC — 2010.
  5. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. Nationalencyklopedin — 1999.
  8. Find a Grave — 1996.
  9. IMSLP — 2006.
  10. Discogs — 2000.
  11. Babelio — 2007.
  12. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. GeneaStar
  15. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  16. 16.0 16.1 16.2 The Fine Art Archive — 2003.
  17. Jean Racine / B. Delmas — 2009.
  18. Расин Жан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  19. http://www.tombes-sepultures.com/crbst_997.html
  20. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  21. Taylor,, John (2011-12-31). Paths to Contemporary French Literature. Transaction Publishers, გვ. 128. ISBN 9781412809511. ციტირების თარიღი: 13 December 2015.