ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
დმანისის თეატრი დაარსდა 1990 წელს, ქართველი მეცნიერის, ჯუმბერ კოპალიანის ინიციატივით.
1990 წლის 19 იანვარს, საქართველოს სახალხო არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ დმანისში, შედგა პირველი სპექტაკლის „ჩემო კალამო“ პრემიერა (რეჟისორი თემურ ჩხეიძე).
1991-1994 წლებში, ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, დმანისის თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
1995 წლის 19 იანვრიდან კი დმანისის თეატრი ისევ აგრძელებს თავის საქმიანობას.
2003 წლის 14 მაისის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ოფიციალურად შეიქმნა სსიპ - დმანისის დრამატული თეატრი „ქვემო ქართლი“ და თეატრალური საქმიანობისთვის უსასყიდლოდ გადაეცა შენობა.
2012 წლიდან კი დმანისის თეატრი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობისაა და პროფესიული სახელმწიფო თეატრის სტატუსს ატარებს[1][2][3].