გიორგი გელოვანი

ქართველი მსახიობი

გიორგი გელოვანი (დ. 1 თებერვალი, 1924, თბილისი — გ. 2004) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965)

გიორგი გელოვანი
დაბადების სახელი გიორგი გელოვანი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1924
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 2004
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1945 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1949 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), რევაზი (ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ ), მირიანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), გრაფი კენტი (ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“), ლევან ბატონიშვილი (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“), ალექსანდრე (აქვსენტი ცაგარელის „ოინბაზი–ძველი ვოდევილები“). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიორგი („დავით გურამიშვილი“, 1946 წელი), თორნიკე და ყარაჩოხელი („ქეთო და კოტე“, 1948 წელი), გირშელ ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969 წელი), კოსტა ზარანდია („დათა თუთაშხია“, 1977 წელი), თომა („წიგნი ფიცისა“, 1983 წელი).

ფილმოგრაფია

რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

სცენარის ავტორი ფილმებისა

რედაქტირება

1959: „ყვავილი თოვლზე“ შოთა მანაგაძესთან, გრიგორ კოლტუნოვთან ერთად. რეჟ. შოთა მანაგაძე

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება