გოგი რატიანი (ფილმი)
გოგი რატიანი — პირველი ქართული საბავშვო მხატვრული ფილმი. გადაღებულია კოტე მარჯანიშვილის მიერ 1927 წელს. ფილმში აღწერილია ორი მეგობრის ამბავი. მასში ნაჩნებია ორი ეპოქა, მენშევიკების დროინდელი და საბჭოთა საქართველო. ის სრულდება პიონერის ყელსახვევიანი ბავშვების სიცილით. ფილმის კადრებში ჩანს მიწისძვრის შედეგად დანგრეული გორი, თბილისის ქუჩები 20-იან წლებში, საპირველმაისო დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე. ფილმში ჩანან ალექსანდრე წუწუნავა, ტიციან ტაბიძე, კოტე ფოცხვერაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე. ფილმის გადაღების იდეა მარჯანიშვილს ჩარლი ჩაპლინის „ბიჭუნამ“ უკარნახა. რეჟისორს ისე მოეწონა პატარა სვანი ბიჭუნა, რომლის სახელიც უწოდა ფილმს.
„გოგი რატიანი“ | |
---|---|
ჟანრი | საბავშვო |
დამდგმელი რეჟისორი | კოტე მარჯანიშვილი |
როლებში | გოგი რატიანი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1927 |
ქვეყანა |
სსრკ |
ენა | მუნჯი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9