გიული (ფილმი)
გიული — 1927 წლის ქართული მუნჯი ფილმი. გადაღებულია შიო არაგვისპირელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
გიული | |
---|---|
ჟანრი | მუნჯი დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში |
სცენარის ავტორი | ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში, მიხეილ კალატოზიშვილი |
ნაწარმოები |
გიული — შიო არაგვისპირელი |
როლებში | ნატო ვაჩნაძე |
ოპერატორი | მიხეილ კალატოზიშვილი |
მხატვარი | ვალერიან სიდამონ-ერისთავი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 16 აპრილი, 1927 |
ხანგრძლივობა | 74 წთ. |
ქვეყანა | ამიერკავკასიის სფსრ |
სიუჟეტირედაქტირება
მუსლიმ გოგონას, გიულის და ქრისტიან მოჯამაგირე მიტროს ერთმანეთი უყვართ. მამის სიკვდილის შემდეგ გიულის იძულებით მიათხოვებენ ხანშიშესულ მდიდარ მეზობელ ალის. გიული საძულველ ქმართნ ცხოვრებას ვერ ეგუება. ალის ვაჟის, ქერბალაის დახმარებით მიტრო გიულის გაიტაცებს. ქრმარი გაქცეულებს დაედევნება და გიულის მოკლავს.
როლებშირედაქტირება
- ნატო ვაჩნაძე — გიული
- ცეცილია წუწუნავა — გიულის დედინაცვალი
- ალექსანდრე იმედაშვილი — ალი
- კოხტა ყარალაშვილი — ქერბალაი
- ალექსანდრე თაყაიშვილი — ოვანესა
- დიმიტრი ყიფიანი — ფარი
- მ. ვარდიაშვილი — ქუჩუკი
გადაღებარედაქტირება
ნიკოლოზ შენგელაიას, რომელსაც უყვარდა ნატო ვაჩნაძე სურდა ის თავის ფილმში გადაეღო, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის „ქარიშხლის წინ“ გადაღების წინ მათ წინააღმდეგობა მოუვიდათ და შენგელაიამ თქვა, რომ თავის ფილმში ვაჩნაძეს არასდროს გადაიღებდა. ვაჩნაძეს არ ურჩევდნენ უსახელო ახალგაზრდა რეჟისორის ფილმში მონაწილეობას, მაგრამ მან კოტე მარჯანიშვილს დაუჯერა და დათანხმდა ფილმში მონაწილეობას.[1]თავად შენგელაია ამ ფილმს „მოწაფეურ ნამუშევარს“ უწოდებდა.[2]
ლიტერატურარედაქტირება
- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9