გიორგი ბატონიშვილი (ვახტანგ VI-ის ძე)

ქართველი უფლისწული, ვახტანგ VI-ის ძე

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1712 — გ. 19 დეკემბერი. 1786) — მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი, ვახტანგ VI-ის ძე.

გიორგის ცოლი მარია

1724 წელს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში. აქ საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც. რუსეთ-შვედეთის ომის (1741–1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში (1741–1748), შვიდწლიან ომში (1756–1763). დაჯილდოებული იყო ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ნინოს ორდენით. ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა. მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, მატერიალურადაც ეხმარებოდა უნივერსიტეტს (1785 უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი). მოსკოვში მის სახლში თავს იყრიდნენ რუსეთისა და საქართველოს მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები. თანამედროვეთა ცნობით, გიორგი ბატონიშვილი საქართველოში მეცნიერების გავრცელების დიდად მოსურნე და ნივთიერი ხელშემწყობი ყოფილა.

დაკრძალულია მოსკოვის ქართველთა ნეკროპოლში — დონის მონასტერში.

ლიტერატურა

რედაქტირება